Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:09
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - როგორც არ უნდა იფართხალოს სახელმწიფომ, თემირლანის საქმე სტრასბურგში წავიდა, თუ იქაც ივანიშვილის ხელები არ მიწვდება
6 ივნისი 2019 12:07
როგორც არ უნდა იფართხალოს სახელმწიფომ, საქმე სტრასბურგში წავიდა და სტრასბურგი თავის სიტყვას იტყვის, თუ იქაც ივანიშვილის ხელები არ მიწვდება, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მადლობა მინდა ვუთხრა EMC-ს და ჩემს იურისტებს, მადლობა მარიამ კუბლაშვილს. საქმის მომზადებასა და სასამართლოზე გაგზავნას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და ძალა. ყველამ კარგად ვიცით, რა წინააღმდეგობას გვიწევენ მეც და ამ საქმეზე მომუშავე დანარჩენ ადამიანებს.

ეს იყო მხეცურად დაგეგმილი და ჩატარებული ტერაქტი მაჩალიკაშვილის ოჯახში, რასაც მოჰყვა მთელი სიბინძურე და ის, რომ კანონის საწინააღმდეგო მეთოდები გამოიყენეს. როცა მიხვდნენ, რომ შეცდომა მართლა დაუშვეს და ამას დაერქმეოდა მართლაც მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული ტერაქტი, მაშინვე იმოქმედეს ყველა ბინძური მეთოდით და გამოაცხადეს თემირლანი ტერორიზმში ეჭვმიტანილად. რაც არ უნდა ილაპარაკონ და როგორც არ უნდა იფართხალოს სახელმწიფომ, ეს საქმე სტრასბურგში წავიდა. თუ სადმე რამე არსებობს სამყაროში, ყველაფერს გავაკეთებ ამ სისტემის გასანადგურებლად და იმ ადამიანების დასასჯელად, ვისაც თემირლანის სისხლში ურევია ხელები. ყველა ეს ადამიანი მიიღებს უმკაცრეს სასჯელს.

დღეს საქართველოში ისეთი ხელისუფლება არ გვყავს, რომ ადამიანური რესურსები, ის განათლება ან ის პროფესიონალიზმი ჰქონდეთ, რომ რამე გამოიძიონ. მოლოდინი მაქვს, რომ სტრასბურგი თავის სიტყვას იტყვის, თუ იქაც ივანიშვილის ხელები არ მიწვდება. თუ მიწვდა, ერთ დღეს ყველაფერი კარგად გაირკვევა, ყველას მოეთხოვება პასუხი და დაისჯება საკადრისი ზომებით", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი