Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:53
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სიცრუეს უწოდებს ბრალდებას, რომ 16 წლის გოგოს საკუთარ 14 წლის ბიჭზე დაქორწინება შესთავაზა
6 ივნისი 2019 11:21
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ 16 წლის გოგოს ოჯახის ბრალდება, რომ მან მომხდარის დასამალად, საკუთარ 14 წლის ბიჭზე დაქორწინება შესთავაზა, ტყუილია. ​მისივე განცხადებით, მას არაფერი ჩაუდენია. მისი თქმით, არასრულწლოვნის ოჯახმა, მშობიარობიდან მეორე დღეს 10 ათასი ლარი მოსთხოვა, უარის შემთხვევაში კი გაუპატიურების დაბრალებით და ჩივილით დაემუქრნენ.

„მეზობლები ვართ, პატარაობიდან მოდიოდა და აქ რჩებოდა. არ მახსოვს, რომელ დღეზე ლაპარაკობს. ჩემმა შვილმა დამირეკა მაგაზე, ცუდად არისო, მეც მაგის ოჯახს გავყევი საავადმყოფოში და იქ მე დამაბრალა. ოჯახმა კი მითხრა, თუ გინდა შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო. მზად ვარ პოლიციაში ვიარო, მზად ვარ დამიჭირონ და იმაზეც მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია. მაგრამ მე ეს არ ჩამიდენია, ამას როგორ გავაკეთებდი, ნათესავები ვართ. მაგის ძმა მე მოვნათლე. იმასაც მაბრალებენ, რომ მე ჩემს 14 წლის ბიჭზე შევთავაზე დაქორწინება გაჩუმების სანაცვლოდ““, - აცხადებს მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.

უწყების ცნობით, ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით, მას შემდეგ რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლის ორსულობის ამბავი მაშინ გაიგეს, როდესაც მას მუცელი ასტკივდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი