Loading...
Close
16 ოქტომბერი 2019 16:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ადვოკატი - ერთი ახირებული პროკურორის დაუსაბუთებელი ბრალის გამო, საქართველომ საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი
6 ივნისი 2019 13:24
საქართველომ ერთი ახირებული პროკურორის დაუსაბუთებელი ბრალის გამო, საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი, - ამის შესახებ არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იულია სუსლიაკს უარი ეთქვა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების მოთხოვნაზე, არ არის ობიექტური.

ადვოკატი განმარტავს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე საქმის პროკურორმა თეა გიორგაძემ და მისმა მეუღლემ პაატა სილაგაძემ იქონიეს გავლენა: „თეა გიორგაძის მიერ დაშვებული შეცდომის აღიარება პროკურატურას არ სურს და ამის მოგვარებას ოჯახურად ცდილობენ“ - ამბობს ადვოკატი.

„ამ მოვლენების გონივრული ანალიზი იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ საქართველომ ერთი ახირებული პროკურორის დაუსაბუთებელი ბრალის გამო, საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი. 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მივმართე იულია სუსლიაკის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით, რაზეც სასამართლომ უარი მითხრა იმ საფუძვლით, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია. ამავე დროს, ამ დოკუმენტების ნამდვილობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. პროკურორმა თეა გიორგაძემ სასამართლო დაარწმუნა იმაში, რომ ამ დოკუმენტებზე არ ემსჯელა. მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება იმდენად საცოდავია, რომ არც ერთი თავმოყვარე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიც კი ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა. ერთი მუხლიც კი არ არის მასში მითითებული და ჩემ მიერ წარმოდგენილ არც ერთ მტკიცებულებაზე არ აქვს ნამსჯელი.

სასამართლოს მიერ მიღებული გუშინდელი გადაწყვეტილება არის თეა გიორგაძის ოჯახური კლანის გადაწყვეტილება. მისი მეუღლე პაატა სილაგაძე 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში უვადოდ დაინიშნა. საქართველოს პროკურატურამ ჩაიდინა უდიდესი სისულელე და ამის მოგვარება უნდათ ოჯახურად. პირდაპირ ვაცხადებ, რომ იულია სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე უარი არის თეა გიორგაძის მეუღლის მიერ გაცემული განკარგულება,“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




სუსლიაკების ოჯახის ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად ზელენსკიმ თბილისში ჯგუფი გაგზავნა



'ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ძიძები, კერძო მასწავლებლები' - ადვოკატის თქმით, შესაძლოა, პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი