Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
'ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ძიძები, კერძო მასწავლებლები' - ადვოკატის თქმით, შესაძლოა, პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს
6 ივნისი 2019 13:50
შესაძლოა, გენერალურმა პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ადვოკატის განცხადებით, იულია და იური სუსლიაკების ოჯახი უკრაინის ელიტარულ საზოგადოებას წარმოადგენს და პროკურატურას „წესიერად მოქცევისკენ“ მოუწოდებს.

„უკრაინის სახელმწიფოს მოთხოვნა ბავშვების დაბრუნების ნაწილში სრულიად ლეგიტიმურია. დღევანდელი ჩვენი მცდელობა, რომ ბავშვები წაიყვანონ ბებიებმა უკრაინაში, შესაძლოა დაკმაყოფილდეს და გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვიტოს ბავშვების სამშობლოში დაბრუნება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. თუ დადასტურდება ჩვენი მოლოდინი და ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბავშვები დღესვე გაემგზავრებიან უკრაინაში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველომ ნახოს ამ უფლებადარღვეული ბავშვების სამშობლოში დაბრუნების კადრები.

ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ბებიები, ასევე ძიძები, კერძო მასწავლებლები. ცხოვრობენ არაჩვეულებრივ პირობებში. წარმოიდგინეთ, რომ ოჯახს ემსახურებოდა პრეზიდენტის პირადი მზარეული, რომელიც ბავშვებს ასწავლიდა მაგიდასთან ქცევის წესებს, ეტიკეტს. აი, ამ დონეზე ელიტარული ოჯახია. მინდა, ქართულმა პროკურატურამ გაიგოს, რომ საქმე დამნაშავეებთან კი არ აქვს, არამედ უკრაინის ელიტარულ საზოგადოებასთან და ცოტა წესიერად მოიქცნენ,“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ადვოკატის ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკრაინის დელეგაციას, საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. დელეგაციის წევრები ასევე, არიან: ფსიქოლოგები, პედიატრები, უკრაინის ბავშვთა საკითხების სამსახურის წარმომადგენლები და ბავშვების ბებიები.



როკურატურამ 10 უკრაინელი ბავშვის უკრაინული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო



სუსლიაკების ოჯახის ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად ზელენსკიმ თბილისში ჯგუფი გაგზავნა


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ადვოკატი - ერთი ახირებული პროკურორის დაუსაბუთებელი ბრალის გამო, საქართველომ საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი