Loading...
Close
17 ოქტომბერი 2019 01:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
სუსლიაკების ოჯახის ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად ზელენსკიმ თბილისში ჯგუფი გაგზავნა
6 ივნისი 2019 14:16
10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის დავალებით თბილისში იმყოფება მისი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში ნიკოლაი კულება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კულება შეხვდა საქართველოს გენერალური პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და განიხილა ხმელნიცკის ოლქის მცხოვრები სუსლიაკების ოჯახის ბავშვების სამშობლოში დაბრუნების საკითხი. წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამჟამად მიმდინარეობს საჭირო დოკუმენტების გაფორმება.

ასევე, საქართველოში იმყოფება ხმელნიცკის ოლქის ადმინისტრაციაში ბავშვთა საქმეების სამსახურის ხელმძღვანელიც, რომელიც უფლებამოსილია უკრაინაში დაბრუნების დროს ბავშვებს თანხლება გაუწიოს.

ქართველმა სამართალდამაცვებმა უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი 25 აპრილს დააკავეს. ის 10 ბავშვთან ერთად იმყოფებოდა ზუგდიდში, საიდანაც ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ ქმართან გამგზავრებას გეგმავდა. ინტოქსიკაციის გამო ბავშვები საავადმყოფოში აღმოჩნდნენ.

სამართალდამცავებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ რამდენიმე ბავშვი ერთსა და იმავე წელსაა დაბადებული.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

5 ივნისს, იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა მიიღო სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10-ივე ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილია, მათგან 4-ის ბიოლოგიური მშობელი იულია სუსლიაკია.



'ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ძიძები, კერძო მასწავლებლები' - ადვოკატის თქმით, შესაძლოა, პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს




ადვოკატი - ერთი ახირებული პროკურორის დაუსაბუთებელი ბრალის გამო, საქართველომ საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი




როკურატურამ 10 უკრაინელი ბავშვის უკრაინული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი