Loading...
Close
19 ივლისი 2019 05:50
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
7 ივნისი 2019 13:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პენსიონერებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი განმარტებით, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს პენსიით გარანტირებულ სესხზე 36%, ანუ სამჯერ მეტს ართმევს, რაც მისივე შეფასებით, პენსიონერების გაძარცვას ნიშნავს.

„საქართველოში კატასტროფული ეკონომიკური სიტუაციაა და ეს კატასტროფული ეკონომიკური სიტუაცია ყველაზე უფრო მძიმედ ყველაზე უფრო დაუცველ კატეგორიებზე - პენსიონერებზე და ბავშვებზე აისახება. როცა ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, გეგონება პენსიის გაცემა ხელისუფლების, ან საზოგადოების კეთილი ნებაა. მათ ავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ქვეყანას, ქვეყნის ეკონომიკას და ამ საზოგადოებას ქმნიდა.

თუ ამ ვალდებულებას პირნათლად არ შევასრულებთ, ნორმალური სახელმწიფო არასდროს გვექნება. 400 000 პენსიონერს დღეს აქვს აღებული პენსიით უზრუნველყოფილი სესხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისედაც მწირი პენსია ადამიანს არც სურსათზე ჰყოფნის, არც მედიკამენტებზე და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან პატარა ქალაქებში და სოფლებში, პენსიონერის პენსიაზე ხანდახან მთელი ოჯახია ჩამოკიდებული.

თუ ჩვეულებრივ კომერციულ ბანკებში სესხის რაოდენობა 7- დან 14%-ია, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს პენსიით გარანტირებულ სესხზე 36% ართმევს, ანუ სამჯერ მეტს. მხოლოდ ფიზიკური პირებისგან მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა 2018 წელს ამ ბანდიტურ დაჯგუფებამ, რომელიც თავის თავს ბანკს ეძახის, 235 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან პენსიონერებისგან ამოღებული შემოსავალი დაახლოებით, 83%-ია, ანუ 190 მილიონზე მეტია. პენსიონერებზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა „ლიბერთი ბანკში“ დაახლოებით 600 000 000 ლარია, ანუ ბანკი არაფრით არ არის დაკავებული გარდა იმისა, რომ ჩვენი ჯიბიდან, თქვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ვითომ აწარმოებს კომერციას. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ მთელი საზოგადოება ვიხდით პენსიას და იმის ნაცვლად, რომ ეს პენსიები თქვენთან მოვიდეს, ამის უზარმაზარი ნაწილი რჩება ამ ყაჩაღურ დაჯგუფებაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან მოითხოვს, გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე, პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე და უზრუნველყოფილ სესხებზე.

„სწორედ ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს კატეგორიულად ამ ე.წ. ხელისუფლებისგან, გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე და პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე, უზრუნველყოფილ სესხებზე და გახდეს ნული პროცენტი , სესხის აღებისთვის დადგენილი ხარჯი დაფაროს სახელმწიფომ, საკმარისია რამდენიც ამ 7 წლის განმავლობაშიც ამ კომერციულმა, ვითომ, სტრუქტურებმა ძარცვეს პენსიონერები. ეს შეეხოს არა მარტო სამომავლო სესხებს, არამედ ყველა სესხს, რომელიც უკვე აღებულია, ან წინასწარ გამოტანილ პენსიებს, ან პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს. ყველა პენსიონერს, ვისაც დღემდე პროცენტის გადახდა მოუწია, სრულად აუნაზღაურდეს ბანკის მიერ მათთვის წაგლეჯილი ფული და აღნიშნული ფული იყოს გამოყოფილი ბიუჯეტიდან. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ამ შენობის წინ თაღები რომ არის, იმანაც კი იცის, რომ 2020 წელს ხელისუფლება გამოიცვლება. გამოიცვლება თუ არა, ამას გავაკეთებთ, მაგრამ ყოველი დღე არის ძვირფასი, იმიტომ, რომ პენსიონერები სურსათის, ადეკვატური ჯანდაცვის, მედიკამენტების გარეშე ყოველდღე გვაკლდებიან, ამიტომ ამის გაკეთება არის სასწრაფოდ, საჭირო ახლა. ზუსტად ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს კანონმდებლობის და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მწვავეს და ყველანაირად ვეცდებით ვაიძულოთ, რომ ეს დასახული ღონისძიებები, რაც შეიძლება სწრაფად გატარდეს. ყველა ასაკის ქართველი, გარდა იმათი, ვინც ჩაბუდებული არიან ე.წ. ხელისუფლებაში, ფიზიკური განადგურების პირზე არიან სიღარიბისგან და უპატრონობისგან“, - განაცხადა ვაშაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი