Loading...
Close
21 აგვისტო 2019 02:45
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პრესის დაიჯესტი
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
7 ივნისი 2019 19:27
რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა ბოლო დროს მედიაში, ძალიან პოლიტიზირებული იყო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც კლაუს ლოურსენი აცხადებს, ბოლო დროს ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა ფაქტი კი ისაა, რომ მისი კომპანია დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე მუშაობს.

„რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა ბოლო დროს მედიაში ძალიან პოლიტიზირებული იყო, რაშიც ჩვენ არ ვერევით, მაგრამ, ამავდროულად მოვისმინეთ ბევრი არაზუსტი განცხადება და ფაქტები. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, გვყავს პარტნიორები, რომლებიც სერიოზულად განიხილავენ ამ პროექტს, აქტიურად მუშაობენ და გასწევენ ხარჯებს. ჩვენ ამასთან, ყოველთვის ღია ვართ კომუნიკაციისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. აღნიშნული პროექტი, ეჭვგარეშეა, ტექნიკურად განხორციელებადია და ასევე, ტვირთბრუნვის კუთხით გვაქვს რა დადებითი ძვრები ადრინდელ ვითარებასთან შედარებით, შესაფერისი დროა ნავსადგურის ასაშენებლად.

ჩემი მოლოდინია, რომ არავინ ჩადგება განსაკუთრებულ პირობებში; ჩვენ არ ვითხოვთ პრეფერენცირებულ მიდგომას, უბრალოდ, გვსურს თანაბარ პირობებში ყოფნა,“ - განაცხადა კლაუს ლოურსენმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

კითხვაზე, რა არის დაბრკოლება ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, კომანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროცესი პროგრესირებადია და დაბრკოლებები არ არის, ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრის მიერ გაუქმებული ბრძანების აღდგენის მოლოდინი აქვს.

„დაბრკოლებებზე არ ვსაუბრობთ, ეს განგრძობითი, პროგრესირებადი პროცესია. ორი რამ, რასაც ველოდებით, არის გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენა, ვიცავთ რა ჩვენს კორპორაციულ პრინციპებსა და განსაკუთრებულ პატივს ვცემთ საქართველოს კანონმდებლობას და ვმოქმედებთ მასთან შესაბამისად. ასევე, როდესაც გვექნება შესაბამისი ნებართვა, ჩავატარებთ გარემოზე ზემოქმედების კვლევას, რომელიც ერთხელ უკვე გაკეთდა, თუმცა, ხელახლაა ჩასატარებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმთან“ გრძელვადიან კონტრაქტზე, მიდის აქტიური მოლაპარაკებები კომერციულ პირობებზე, სტანდარტებზე, უსაფრთხოებასა და სხვა კომპლექსურ საკითხებზე. როდესაც გარემოზე ზემოქმედების შეფასება გვექნება, ამ მრავალსაფეხურიანი პროცესის მორიგ ეტაპზე გადავალთ და ასე შემდეგ,“-განაცხადა კლაუს ლორსენმა „ინტერპრესნიუისთან“ ინტერვიუში.




იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია:

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენდირექტორი კლაუს ლოურსენი - „ჩვენ არ ვაპირებდით ნავსადგურის საიდანღაც „შემოპარებას“, გვქონდა შეხვედრები რამდენიმე მინისტრთან და სამინისტროების ოფიციალურ წარმომადგენლებთან“


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი