Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:53
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი თქვა
7 ივნისი 2019 17:31
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, გახდეს მისი პარტიის „უდარ“ თავმჯდომარე. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქში" ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„მიუხედავად იმას, რომ ვთვლი ვიტალი კლიჩკომ ძალიან ღირსეული შემოთავაზება გაგვიკეთა, ჩვენ ამ გაერთიანებაზე არ უნდა წავიდეთ, რადგან გავქვს მკაფიო იდეოლოგია, მკაფიო პრინციპები და არასდროს არ მივდიოდით ჩვენი პრინციპების საზიანოდ კომპრომისზე. უმრავლესობამ, ვინც ჩვენთან შემოვიდა თქვეს, რომ მათთვის ამ გაერთიანებაზე წასვლა პრინციპებთან მიმართებაში კომპრომისი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ წავალთ. მე უკრაინაში არ ჩამოვსულვარ თანამდებობის საძებნელად, უკრანაში არ დავბრუნებულვარ იმისთვის, რომ პოლიტიკაში ნებისმიერ ფასად ვიყო. აქ საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად არ ჩამოვსულვარ, რადგანაც ჰოლანდიაში ჩემი ცხოვრება საკმარისად მაქვს მოწყობილი. მე აქ დავრუნდი უკრაინის დასახმარებლად, უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს. ჩამოვედი იმისთვის, რომ დიდი იდეების გენერირება მოვახდინო თქვენთან ერთად. ჩვენ როგორც იქნა მოვიშორეთ „ბარიგების“ ძველი პოლიტიკური კლასი და მათ ნაცვლად გამოჩნდნენ ახალი ხალხი დიდი იდეებით, პატრიოტიზმით და უკრაინის სიყვარულით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მისი პარტია ვერ მოახერხებს, რომ ორშაბათს ყრილობა ჩაატაროს და ვადამდელ არჩევნებზე მონაწილეობის მიღების განაცხადი გააკეთოს.

„ჩვენ ვივლით ცალკე კოლონად. მე ახალ ხალხს დავეხმარები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ჩვენ არ გვაქვს ფული, რათა „ახალი ძალების მოძრაობამ“ ორშაბათს ყრილობა გამართოს და არჩევნებზე წავიდეს. დამატებით შესაგროვებელია 2 ათასი დოლარი, რათა ამ არჩევნებზე წავიდეთ. რა თქმა უნდა მე თანხა არ მაქვს და არც ვაპირებ ოლიგარქებს მივმართო. ასეთია სისტემა, რომელიც არ უშვებს არჩევნებზე ნამდვილად, რადიკალურად განწყობილ რეფორმატორ, წესიერ ძალას. მაგრამ უნდა გავარღვიოთ ეს სისტემა და, ჩემი აზრით, ესეც უნდა შეიცვალოს უკრაინაში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი