Loading...
Close
16 ივნისი 2019 21:32
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
9 ივნისი 2019 10:41
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ოლქში დააფიქსირა.

„იმედი მაქვს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბიძნურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანის, ჩვენი თანამებრძოლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იყო წარმოებული. არ შეიძლება საზოგადოებამ მოითმინოს, როდესაც იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას იმის განცდით, თითქოს ჩვენ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ. მე მჯერა, რომ მთაწმინდელები თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, მარგველაშვილი პასუხობს: „დღეს თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დააფიქსირა, ყველაზე დიდი პოლიტიკოსობა კი სწორედ საარჩევნო უბანზე მისვლაა“.


ცენტრალური კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთაწმინდაზე 31-ვე საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათზე გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმ საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის არჩევნების პირველ ტურზე გაიხსნა.

"31-ვე საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათზე გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ამასთან, მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმ საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. დღეს ამომრჩევლები ერთ საარჩევნო ბიულეტინს მიიღებენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. შეგახსენებთ, რომ დღეს არჩევნებში მონაწილრობას იღებს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურს გაიგოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც მოქმედებს ონლაინ ჩატი. ასევე, 07:00 საათისან მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია," - განაცხადა ანა მიქელაძემ.

არჩევნების მეორე ტურს აკვირდება 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელი. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. ასევე, რეგისტრირებულია 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

"არჩევნებს #1 მაჟორიტარულ ოლქში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, ორი საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგნლები აკვირდებიან, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის საჯაროობას. დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. გარდა ამისა, დღეს საღამოს 8 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
მთავარი თემა

კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
'ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ძიძები, კერძო მასწავლებლები' - ადვოკატის თქმით, შესაძლოა, პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო 'რუმსის' თანამშრომელია

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი