Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:19
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - მთაწმინდელებისთვის დღეს არის თვალსაჩინო არჩევანი - ერთ მხარეს არის უპერსპექტივობა, მეორე მხარეს კი შანსი, შევცვალოთ ეს ყველაფერი
9 ივნისი 2019 09:00
ვფიქრობ, რომ ჩვენი ამომრჩევლისთვის, მთაწმინდელებისთვის დღეს არის თვალსაჩინო და ნათელი არჩევანი - ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, ზიზღსა და წარსულის ნგრევაზე აგებული პოლიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის შანსი, შევცვალოთ ეს ყველაფერი, წავიყვანოთ ქვეყანა წინ და ავირჩიოთ ადამიანი, რომელიც მართლა გამორჩეული იქნება თავისი წესიერებით და პროფესიონალიზმით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

„როგორც წესი, „ქართული ოცნების“ საფირმო სტილია, რომ არჩევნების დღემდე ხდება ხოლმე უბნების „დალაგება“. ეს „დალაგება“ მიმდინარეობდა ამჯერადაც და ძალიან ბევრ უბანზე გვქონდა ინფორმაცია ამომრჩეველზე ზეწოლის, მათზე სხვადასხვა არაკანონიერი მეთოდის გამოყენების. იმედი გვაქვს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელთანაც გასული დღეების განმავლობაში „ქართული ოცნება“ მუშაობდა, მივა არჩევნებზე და თითოეულ მათგანს გაახსენდება, რომ ცხოვრება არ შედგება არჩევნებამდე სამი დღისგან, ცხოვრება შედგება წლებისგან. ასევე იმედი მაქვს, რომ მეორე ტურზე მეტი ადამიანი მოვა, რომ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ და იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი გამოიყენებს ამ შანსს. რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა, მით უფრო გაუაჭირდება ხელისუფლებას გაყალბება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, მხარი დაუჭირა ცვლილებებს, უკეთესობას და პარლამენტში ადამიანს, რომლის „პროფესიონალიზმიც, კეთილშობილებაც და პატიოსნებაც ნამდვილად გამოადგება მთაწმინდელებს და არა მხოლოდ მთაწმინდელებს“.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ლადო კახაძე - მთაწმინდელებს აქვთ მოლოდინი, რომ განახლება აუცილებლად დაიწყება
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი