Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:54
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ვოლსკი ბოკერიას - შე ყეყეჩო! ქვეყანაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვენგან განსხვავებით, ყავარჯნებით არ გაუუპატიურებია მამაკაცი
11 ივნისი 2019 13:22
გიგა ბოკერია, შე ყეყეჩო ადამიანო! თქვენგან განსხვავებით, ბევრი პატრიოტია ამ ქვეყანაში, რომელსაც მამაკაცი ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია! - ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას მიმართა.

სხდომათა დარბაზში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი გუნდი არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ჩვენი ოპონენტები შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს: ხახვს, ნიორს, ფქვილს, მოსყიდვის სხვადასხვა ფორმებს, ჰიპნოზსაც კი, ძველბიჭებს და კიდევ სხვა გარემოებებს, მაგრამ არა საკუთარ თავს, არა იმ ჩამოურეცხავ ლაქას, რომელიც მათ დაამჩნია წარსულმა. შალვა შავგულიძის მეშვეობით არა თუ ჩამოიცილეს მათ ეს ლაქები, არამედ მნიშვნელოვნად დაალაქავეს თავად შალვა შავგულიძე. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არათუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები და მათ თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა, არ უწამებია და არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით,“ - მიმართა ვოლსკიმ ბოკერიას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. საბჭო სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს განიხილავს, სადაც გია ვოლსკი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას დარბაზიდან გაძევება, ხოლო ბოკერიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

რომელ საათზე შეიკრიბება საბჭო, ჯერჯერობით უცნობია.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი