Loading...
Close
16 ივნისი 2019 21:34
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რჩევები
რატომ ვერ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა? - 3 მენტალური დაბრკოლება, რაც გვაიძულებს სასურველზე უარი ვთქვათ 
11 ივნისი 2019 13:46
ცუდი ამბავი არის ის, რომ მენტალური დაბრკოლებები, რაც მიზნების მიღწევაში ხელისშემშლელია, ყველას აქვს. კარგი ამბავი კი არის ის, რომ მათი დაძლევა შესაძლებელია.

გაიხსენეთ, ბოლოს რაზე თქვით, რომ ამის გაკეთება გსურდათ? ეს შესაძლოა ჯანსაღი კვების დაწყება იყო, ან ნებისმიერი სხვა ქმედება, თუმცა მის შესასრულებლად ნაბიჯები არ გადაგიდგამთ. რატომ?

სანამ თქვენ მიზეზებად სიზარმაცეს, ან სხვა რამეს დაასახელებთ, ნიუ-იორკელი ფსიქოლოგი და მწვრთნელი ამანდა ქროველი მას სხვა სახელს უწოდებს - „თავდაცვით მარცხს". მან სასურველზე უარის თქმის მიზეზის თეორია საკუთარი გამოცდილებიდან ჩამოაყალიბა, მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე სცადა სავარჯიშო დარბაზში მისვლა, თუმცა სურვილის მიუხედავად, რატომღაც ვერ მოახერხა.

რატომ ვერ ვაკეთებთ იმას, რაც გვსურს? - ამ კითხვაზე პასუხს ფსიქოლოგი 3 წლის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ტერმინი - „თავდაცვითი მარცხი" შექმნა. ეს გულისხმობს მდგომარეობას, როცა ადამიანს კონკრეტული რამ სურს, თუმცა მის მისაღებად არაფერს აკეთებს. მიზეზად კი ფსიქოლოგი შემდეგ 3 მენტალურ დაბრკოლებას ასახელებს:

1. „ვფიქრობ, რომ ეს არ შემიძლია"

ფსიქოლოგმა მას შემდეგ, რაც სასურველი ქმედება - ვარჯიში ვერ დაიწყო, ამოხსნა ამ წინააღმდეგობის ერთ-ერთი მიზეზი. ეს იყო ის, რომ სინამდვილეში ფიქრობდა - მას ვარჯიშის დაწყება არ შეეძლო. „ასეთ დროს გგონია, რომ ზოგს გენეტიკური ტალანტი ან ნებისყოფა აქვს რაღაცის გასაკეთებლად, შენ კი - არა."- ამბობს ის. მისივე განმარტებით, თუ ადამიანს მიაჩნია, რომ კონკრეტული შედეგი მისგან დამოუკიდებელი კომპონენტებისგან შედგება (გენეტიკა, სოციალური წრე და ა.შ), რის გამოც თავს იმავე მოცემულობაში ვეღარ აყენებს, როგორშიც სხვებს, მას მიზნების მიღწევა გაუჭირდება.

მისივე რჩევით, ამის საწინააღმდეგოდ საჭიროა, რომ ყველა მარცხი აღვიქვათ როგორც გამოცდილება და მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ფსიქოლოგის თქმით, ეს განწყობა ქმნის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა კონკრეტული შედეგი არა რაიმე მისგან გაუკონტროლებელს დაუკავშიროს (მაგალითად, თვითნაბად ნიჭს), არამედ საკუთარ თავს და გამოცდილებას. „თუ ხედავთ, რომ დაეცით ან დამარცხდით, უთხართ თქვენ თავს, რომ ეს მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, ანუ გამოცდილებაა".

2. „ჩემნაირები ამ საქმეში კარგები არ არიან"

კიდევ ერთი მენტალური დაბრკოლება საკუთარი თავის დარწმუნებაა, რომ კონკრეტული ქმედება არ გამოგივა, რადგან სტერეოტიპულად - „ეს შენი საქმე არ არის". ფსიქოლოგის თქმით, სინამდვილეში ამით ადამიანები მოსალოდნელ საფრთხეს ირიდებენ თავიდან, რაც, ბუნებრივად, ყველა გამოწვევას ახლავს თან. თუმცა ამით (კომფორტის ზონაში ყოფნით) სწორედ სასურველზე ამბობენ უარს.

ამის გამოცდილება მან საკუთარი ცხოვრებიდან მიიღო, როცა მწვრთნელობა დაიწყო და მას კლიენტების მოზიდვა თავად უწევდა. როგორც ფსიქოლოგი იხსენებს, გარკვეული პერიოდის მერე საკუთარ თავს დაუწყო მტკიცება, რომ მომხმარებელთან ურთიერთობა მისი საქმე არ იყო (მას არ გამოსდიოდა კარგად), მიუხედავად იმისა, რომ თავად შედეგი - მწვრთნელობა, ძალიან სურდა.

ფსიქოლოგმა ეს წინააღმდეგობა შემდეგნაირად დაძლია - იპოვა ხალხი, რომელიც მისნაირ საქმეს აკეთებდა და მაგალითი მათგან აიღო. „რაც უფრო მიუახლოვდებით სასურველ მიზანს, თუნდაც სხვისი დახმარებით და დაინახავთ რა როგორ კეთდება, მით მეტად მარტივი მოგეჩვენებათ ის". - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

3. „ვფიქრობ, რომ ეს მინდა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ"

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ხშირად ადამიანები რაიმე კონკრეტულზე ფიქრობენ, რომ სურთ, თუმცა რეალურად სხვების გავლენის ქვეშ არიან. მისი განმარტებით, სურვილს აქვს ორი მიზეზი: ერთი - ინდივიდიდან გამომდინარე, რომელიც ჰობის, ინტერესების, ღირებულებების მიხედვითაა წარმოქმნილი და მეორე - სხვებისგან მოწოდებული (მაგალითად, „მინდა იმიტომ, რომ ყველა მაგარ ტიპს უნდა", ან „დედაჩემი ამით იამაყებს" და ა.შ.). შესაბამისად, ფსიქოლოგის რჩევით, აუცილებელია ვიპოვოთ და გამოვაცალკევოთ ჩვენი ნამდვილი სურვილები სხვების სურვილებისგან. ამაში კი დაგვეხმარება თუნდაც ერთი კითხვა: „რატომ გვსურს ის, რაც გვსურს და რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ?". პასუხი, რომელსაც საკუთარი თავისგან მივიღებთ, ნამდვილ და ყალბ სურვილებს დაგვანახებს.

წყარო: ted.com


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
'ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ძიძები, კერძო მასწავლებლები' - ადვოკატის თქმით, შესაძლოა, პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო 'რუმსის' თანამშრომელია

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი