Loading...
Close
16 ივნისი 2019 21:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
კახა კალაძე - დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს
9 ივნისი 2019 20:17
დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს, - ამის შესახებ პრტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ რიგში, ვულოცავ მთაწმინდელებს მშვიდობიანად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს. მოგეხსენებათ, 20:00 საათზე დასრულდა ხმის მიცემის პროცესი და საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდით გუნდის თითოეულ წევრს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს. შუალედურ არჩევნებზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი და რაც მთავარია, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, შეგვწევს ძალა ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ეს შედეგი ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა ქართველი ხალხის, მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თბილისელებს, მთაწმინდელებს არ გაუჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორი ანალიზის გაკეთება, შავის და თეთრის გარჩევა. ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის სასარგებლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ადგილი ჰქონდა ოპონენტების მხრიდან სიტუაციის დაძაბვის, პროვოკაციების მცდელობას, არცერთი წამით არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენს საერთო გამარჯვებაში. ჩვენ ვპირდებით ჩვენს თბილისელებს, ვპირდებით მთაწმინდელებს, რომ ეს გამარჯვება არ იქნება უბრალოდ ერთ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება, არ იქნება ერთი მაჟორიტარის გამარჯვება, ეს იქნება თითოეული თბილისელის და თითოეული მთაწმინდელის გამარჯვება. ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა და დავამტკიცებთ იმ განსახორციელებელი პროექტებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი მომდევნო თვეებისა და მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
მთავარი თემა

კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
'ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ძიძები, კერძო მასწავლებლები' - ადვოკატის თქმით, შესაძლოა, პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო 'რუმსის' თანამშრომელია

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი