Loading...
Close
19 ნოემბერი 2019 04:26
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
12 ივნისი 2019 13:22
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტსა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელოვნად აფასებს.

კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრას მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

„მინდა, მივულოცო მამუკა ბახტაძეს ეს წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და წინსვლა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორცილდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ:

„საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას“ და რომ ის ამაყობს ჩვენი პარტნიორობით. მსგავსი განცხადებები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი პრემიერ-მინისტრს აშშ-ში ნაყოფიერ ვიზიტს ულოცავს.

„სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც დავიწყეთ, ძალიან მნიშვნელოვანია; საუბარი შეეხო ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აქვს. ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს და მინდა მივულოცო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი