Loading...
Close
23 აგვისტო 2019 04:46
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის შეღავათიან პირობებში საბანკო კრედიტები გაიცემა
12 ივნისი 2019 13:35
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეღავათიან პირობებში საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ კონსულტაციები ჰქონდათ საბანკო სექტორთან და უახლოეს რამდენიმე დღეში, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის კონკრეტული შეღავათიანი წინადადება ამოქმედდება, რათა მათ შეღავათიანი სესხის მიღება და არსებული ავტომობილების ახლით ჩანაცვლება შეძლონ.

„ტაქსების რეფორმა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი მიმართულებაა. ამ მიზნით, ჩვენ ტაქსის მძღოლებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ბევრი რამ დავთმეთ. გვსურს, ერთი მხრივ, ხელი შვუწყოთ ტაქსის მძღოლებს და მეორე მხრივ, დედაქალაქში ტაქსები იყოს მოწერიგებული, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ, იყვნენ კმაყოფილი. ტაქსები იყოს სუფთა და ავტომობილები გამართული, რადგანაც ზოგადად, ტაქსი ქალაქის სახეა და ყველა განვითარებულ ქალაქში ასეთი მიდგომაა. ეს რეფორმის პირველი ეტაპებია. შემდგომ წლების განმავლობაში, იგი კიდევ უფრო დაიხვეწება და საინტერესო მოთხოვნები იქნება, რათა ეს სფერო მოწესრიგდეს. ტაქსის მძღოლების განცხადებით, მათი შემოსავალი არსად არ არის დაფიქსირებული და ამიტომ, მათ უჭირთ ბანკებიდან სესხის აღება, ავტომობილების შეძენა და ასე შემდეგ. ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას. მომდევნო სამი-ოთხი დღის განმავლობაში, თავად ბანკები ამის შესახებ განცხადებას გააკეთებენ და კონკრეტული შეთავაზები იქნება ტაქსის მძღოლებისთვის. კონკრეტული პროგრამები მზადდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და ჩაანაცვლონ ავტომობილები. იქნება იაფი კრედიტები და ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, პირველი ივლისიდან ტაქსები კატეგორიებად დაიყოფა, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ყველა მძღოლს მიეწოდა.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი