Loading...
Close
26 აგვისტო 2019 08:38
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
12 ივნისი 2019 16:23
დიღმის ჭალებში თანამედროვე დიზაინის, მრავალფუნქციური პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ ტენდერში მონაწილეობას კეთილსინდისიერი კომპანიები მიიღებენ.

„დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ყველამ ვიცით, მწვანე სივრცეების არსებობას რამხელა მნიშვნელობა აქვს. დიღმის ჭალები დაახლოებით, 15 ჰექტარზეა გადაჭიმული. ჩვენ აქ უკვე პროექტიც გვაქვს, ყველანაირი კვლევაც ჩატარებულია და უკვე სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს ვაცხადებთ. დარწმუნებული ვარ, რომ კეთილსინდისიერი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და უხეში გადაწყვეტილებების მიღება არ მოგვიწევს, როგორც მრგვალი ბაღისა და სხვა პროექტების შემთხვევაში იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, მნიშვნელოვანია სამუშაოების სწრაფად განხორციელებაც, რომ რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ ის ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში, რომელიც არავის მოგვწონს და ყველას გვაზიანებს. ამიტომ, მეტი მწვანე სივრცე, მეტი პარკი და სარეკრეაციო ზონა გვჭირდება. შესაბამისად, ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დიღმის ჭალების პარკი ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დიღმის ჭალების მრავალფუნქციური პარკი დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო სივრცედ გადაიქცევა.

გათვალისწინებულია კუნძულზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მოწყობაც, რომელიც პარკის ძირითად ტერიტორიას მდინარეში მდებარე კუნძულთან და ჭალის ტყესთან დააკავშირებს.

უშუალოდ კუნძულზე არ მოეწყობა საფეხმავლო სივრცეები, რათა მისი პარკთან ინტეგრირება ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების გარეშე მოხდეს და იქ არსებული ბიომრავალფეროვნება და ჰაბიტატები უცვლელი სახით შენარჩუნდეს. პარკის მთელ ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები.

დიღმის ჭალების პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. განახლდება არსებული მცენარეული საფარი, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე, ხელოვნური ტბა, რომელიც პარკში არსებული გამწვანების მორწყვას მტკვრის წყლით უზრუნველყოფს. მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათება, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე (ამფითეატრი და მედიათეკა). ასევე, კაფე, საფეხბურთო მოედანი და სკეიტპარკი. პროექტის ფარგლებში, რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე, მდინარის გახსნის მიზნით, მტკვართან მისასვლელი ტერასულად ეწყობა.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი