Loading...
Close
20 სექტემბერი 2019 03:18
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - მაღაროელების მკურნალობას საჩხერის საავადმყოფო უზრუნველყოფს
12 ივნისი 2019 20:28
ჭაითურაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელებისთვის შრომის პირობების, მათ შორის, ჯანდაცვასა და კვებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების შესახებ ისაუბრეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში, რომლის მუშაობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული მართვის საკითხებში. მას ასევე დაესწრნენ პარლამენტის წევრი სულხან მახათაძე, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეთანხმების შესრულების პროცესი კომპანიის ადმინისტრაციასა და მაღაროელებს შორის დადგენილ ვადაში მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ითქვა, სამთავრობო უწყებების მონიტორინგი გაგრძელდება, რადგან შრომის ღირსეული პირობების შექმნა და დასაქმებულთა ინტერესების დაცვა მთავრობის პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვასა და კვებასთან დაკავშირებული პირობების შესრულებაზე.

შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა - ადგილზე, საწარმოში მაღაროელების პირველადი მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა, უშუალოდ მკურნალობის კურსის საჩხერის საავადმყოფოში გავლა, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ჭიათურიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე მდებარეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრობლემური საკითხის მოგვარებაში სრული კოორდინაცია გვაქვს და ასე ვცდილობთ საკითხების ეფექტიან და დროულ გადაწყვეტას. მაისის ბოლოდან მოყოლებული ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ და შეთანხმების პირობებს დადგენილ ვადაში ვაგვარებთ. კმაყოფილი ვარ, რომ შემიძლია ამ პროცესში მნიშვნელოვან პროგრესზე ვისაუბრო. კვების საკითხთან ერთად, დღეს ჯანდაცვის მომსახურების საკითხი განვიხილეთ. კერძოდ, მაღაროელთა მკურნალობის პროცესისთვის მზადაა საჩხერის საავადმყოფო, რომელიც თანამდროვე სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და დასაქმებულებს მოემსახურება. ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს
'პარტიის ლიდერებს 'პრაიმერის' პრინციპით შევარჩევთ' - მამუკა ხაზარაძემ 'ლელოს' პირველი 12 წევრი წარადგინა
'მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი' - სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
გია ვოლსკი - არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა
მამუკა ხაზარაძე - ზვიად რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი
ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი