Loading...
Close
16 ივნისი 2019 21:23
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
13 ივნისი 2019 12:14

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე და დღეს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორპარტიული თანამშრომლობის ჩათვლით, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის მანძილზე, ორმხრივი თანამშრომლობა გეოგრაფიულად და ეკონომიკურად გაღრმავდა და გაფართოვდა.

“საქართველოს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონისთვის. ორივე მოვლენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის ახალ სიმაღლეებზე აყვანის კუთხით”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის აქტზე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და ამერიკელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტები, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმი, მთავრობა კი არ იშურებს ძალისხმევას, რათა განახორციელოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ და სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნას უზრუნველყოფს.

მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში პირდაპირი საერთაშორისო ფრენების მზარდ ტენდენციას და აღნიშნა, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა განათლების მასშტაბურ რეფორმაზე, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებას და სამომავლო ეკონომიკურ რეალობაში მათთვის წარმატების მეტი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

“ ჩვენ ვისწრაფვით ოქროს სტანდარტის დამკვიდრებისკენ ბიზნესის კეთების სიმარტივის და იურიდიული ჩარჩოს გამჭვირვალობის სახით. საქართველო ჩამოყალიბდა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად დემოკრატიული მმართველობისა და სამართლის უზენაესობის პირობებში. საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი მონაწილე და წევრი. ჩვენი სურვილია საქართველოს ყველაზე ეფექტურად ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენი სტრატეგია გულისხმობს საქართველოს გადაქცევას საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკის, ტურიზმის, განათლებისა და ინოვაციების რეგიონულ ცენტრად. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული საკვანძო ეკონომიკურ სივრცეებთან. განსაკუთრებით მსიამოვნებს, რომ ველით ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ძალიან მახარებს საქართველოში მოქმედი ამერიკული კომპანიების გაზრდილი რაოდენობა. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ვაჭრობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ხელი შევუწყოთ ამერიკული კომპანიების გაზრდილ საქმიანობას სამყაროს ჩვენს ნაწილში, რაც ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბაზრად მიიჩნევა”,- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, საქართველო ამ მიღწევით არ კმაყოფილდება.

“როდესაც ვფიქრობთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე, ვხედავთ უფრო ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებულ არქიტექტურას ეფუძნება. ველით მეტ ამერიკულ კომპანიას საქართველოში, რომლებიც ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი გარემოთი და საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობით და ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი შესაძლებლობებით ისარგებლებენ. საუბარია ქვეყანაზე, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, ტრადიციები კი - ინოვაციებს. საქართველო ღიაა ბიზნესის კეთებისთვის და მიესალმება ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ქვეყნისა და რეგიონის უხვ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი ამერიკა საქართველოში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტმა უმასპინძლა, საქართველოს საელჩოსა და “ჰერითიჯის ფონდისა” თანაორგანიზებით გაიმართა და მასში აშშ-ის პოლიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში თემატურ დისკუსიებში ჩაერთნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
'ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ძიძები, კერძო მასწავლებლები' - ადვოკატის თქმით, შესაძლოა, პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო 'რუმსის' თანამშრომელია

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი