Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 6.50 პროცენტზე ტოვებს
13 ივნისი 2019 12:17
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 12 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.


მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მაისის წლიურ ინფლაციაში 1.3 პროცენტული პუნქტი იყო. ასევე აღსანიშნავია მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინის ფასების ზრდა. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათს, ენერგომატარებლებსა და თამბაქოს, 1.1 პროცენტია, რაც მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია. არსებული პროგნოზების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია, ერთჯერადი (ეგზოგენური) ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მომავალი წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მხედველობაში იღებს ასევე ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს და, აღნიშნულის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის პროცესს ნელი ტემპით გააგრძელებს. ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება.


მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. საკრედიტო აქტივობა ზომიერად იზრდება (აპრილში წლიური 13 პროცენტი, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). წლის დასაწყისიდან სახეზეა სამომხმარებლო დაკრედიტების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის შენელება, თუმცა, ამავე დროს, კვლავ მზარდია ბიზნესის დაკრედიტება და გააქტიურებულია იპოთეკები ლარით.


კონკურენტული გაცვლითი კურსი ხელს უწყობს 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესების ტენდენციის გაგრძელებას. წინასწარი ინდიკატორები საქონლისა და მომსახურების ექსპორტის მაღალ ზრდაზე მიუთითებს. სწრაფი ზრდა აქვს ასევე ფულადი გზავნილებით შემოდინებებს. ამავე ინდიკატორების მიხედვით, იმპორტი წლის პირველ თვეებში შემცირებულია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება ინვესტორთა განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს და, შედეგად, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკებს ამცირებს.


საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 24 ივლისს გაიმართება.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი