Loading...
Close
19 ივლისი 2019 05:31
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
'აშშ-ში საქართველო განიხილება, როგორც პოლიტიკურად სტაბილური, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო ქვეყანა'
14 ივნისი 2019 12:54
„საქართველო განიხილება, როგორც პოლიტიკურად სტაბილური, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო ქვეყანა, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ბიუროკრატია, მაღალია საკომუნიკაციო ეფექტურობა, ხოლო საგადასახადო ტვირთი - დაბალი. ეს ფაქტორები აყალიბებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-3 კონფერენციაზე გამოსვლისას, რომლის ერთ-ერთი სესიის სახელწოდება იყო: „ვაჭრობა და კომერცია: რეგიონალური ჰაბი ეკონომიკური ზრდისთვის“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორისაც იყვნენ ინვესტორები აშშ-დან, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების შესახებ გააცნო და განაცხადა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ადასტურებენ პოზიტიურ მოლოდინებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართ.

ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბრისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ინვესტიციები რეალურ სექტორში (ძირითადად ენერგეტიკა და ტრანსპორტი), ექსპორტის დივერსიფიკაცია, ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ტურისტული ნაკადების გაზრდა იქნება მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები, რაც დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ საქმიანობაზე. ამასთან, მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმების შედეგად მშპ-ის ზრდის პოტენციური დონე კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს წლებში ზრდის ტემპი მის პოტენციურ დონეს გადააჭარბებს.

ნათია თურნავა აშშ - ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი