Loading...
Close
20 სექტემბერი 2019 05:10
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
'აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საუკეთესო გზაა'
14 ივნისი 2019 13:01
„აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საუკეთესო გზაა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-3 კონფერენციაზე გამოსვლისას, რომლის ერთ-ერთი სესიის სახელწოდება იყო: „ვაჭრობა და კომერცია: რეგიონალური ჰაბი ეკონომიკური ზრდისთვის“. კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტმა (United States Institute of Peace), ჰერითეიჯ ფაუნდეიშენმა (Heritage Foundation ) და საქართველოს საელჩომ აშშ-ში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო პატარა, მაგრამ მიმზიდველი ქვეყანაა საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ღია ბაზრის, ლიბერალური ეკონომიკისა და სტრატეგიული მდებარეობის გამო.

მინისტრმა აქცენტი გააკეთა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე აშშ-სთან, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან. მისი თქმით, აშშ საქართველოს ძირითადი სტრატეგიული მოკავშირეა და, ამდენად, საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მაღალი დონის დიალოგს ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ (HLTID) და დაინტერესებულია უახლოეს მომავალში შემდეგი შეხვედრის ჩატარებით.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე და განაცხადა, რომ 2018 წელს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და აშშ-ს შორის 33 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 520 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მინისტრის თქმით, აღნიშნული დინამიკის მიუხედავად, ეს არ არის საკმარისი. „ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აშშ-სთან არსებული პოტენციალი ვაჭრობის, ინვესტიციების და ა.შ. მიმართულებებით,“ - აღნიშნა მინისტრმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საუკეთესო გზაა. ეს იქნება ჩვენი რეგიონის აშშ-ს მზარდი ეკონომიკური ინტერესების მკაფიო სიგნალი და ასევე, მხარდაჭერის სიგნალი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების, მისი ეკონომიკური განვითარების და სავაჭრო დივერსიფიკაციის საჭიროებების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს
'პარტიის ლიდერებს 'პრაიმერის' პრინციპით შევარჩევთ' - მამუკა ხაზარაძემ 'ლელოს' პირველი 12 წევრი წარადგინა
'მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი' - სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
გია ვოლსკი - არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა
მამუკა ხაზარაძე - ზვიად რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი
ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი