Loading...
Close
19 ივლისი 2019 06:27
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რჩევები
რატომ და რის მიხედვით განვსჯით ერთმანეთს
14 ივნისი 2019 14:22
კვლევების მიხედვით, ადამიანები ერთმანეთზე შთაბეჭდილებას რამდენიმე წამში იღებენ და შესაბამისად, ამ უმცირესი დროის მიხედვით გამოაქვთ დასკვნები. სპეციალისტების თქმით კი - განსჯა, ანუ ადამიანის ან მოვლენის უარყოფით ჭრილში შეფასება, სრულიად ბუნებრივი და გარდაუვალი მოვლენაა. შესაბამისად, თემები, რომლის მიხედვითაც ერთმანეთს ვაფასებთ, ამოუწურავია. თუმცა ფსიქოლოგების განმარტებით, გამოირჩევა სამი საკვანძო საკითხი, რასაც ადამიანები განსჯისას ყველაზე ხშირად მიმართავენ:

1. მორალი - განსჯის ეს ფორმა გულისხმობს ადამიანის ზნეობის, მისი დამოკიდებულებისა და ქცევის შეფასებას სხვა ადამიანებისა და მოვლენების მიმართ. ამგვარი განსჯის დროს სწორედ შემდეგი საკითხები - პატიოსნება, სანდოობა, გულწრფელობა და სხვა განიხილება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველას ინდივიდუალური საზომი და ღირებულებები აქვს (მაგალითად, ვინ რას უწოდებს „გულწრფელობას" რთული გასარკვევია), შესაბამისად, ბუნებრივია, რომ განსჯის კონტექსტი ყოველთვის სწორი არ არის.

2. კომუნიკაბელურობა - განსჯის ამ დროს ადამიანს აფასებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად სოციალურია, კომუნიკაბელურია, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა თუ მათი დახმარება.

3. კომპეტენცია - ამ დროს ფასდება ის, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს მიზნების დასახვა და მისი შესრულება. შესაბამისად, განსჯის თემა ხდება ადამიანის უნარ-ჩვევები, პროფესიონალიზმი თუ განათლება.

კვლევების დასკვნით, მორალური კუთხით განსჯა ყველაზე ხშირია. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, თუ რას აფასებდნენ ყველაზე მეტად ადამიანში, უმეტესობამ მორალური მახასიათებლები (მეგობრობა, პატიოსნება, სანდოობა და ა.შ.) დაასახელა.

რაც შეეხება კომუნიკაბელურობასა და კომპეტენციას, ახალი კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანზე საბოლოო დადებითი დასკვნა სწორედ მისი მორალური ღირებულებებიდან გამომდინარე გვექმნება. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს კარგი (მორალური) მიზნები, და ამავდროულად ის კომუნიკაბელური და კომპეტენტურია, მის შესახებ დადებითად ვსაუბრობთ. მაგრამ, თუ მას აქვს ცუდი (ამორალური) მიზნები და ამავდროულად, კომუნიკაბელური და კომპეტენტურია, მის შესახებ ცუდად ვსაუბრობთ.

კიდევ ერთი მაგალითისთვის, კვლევის მიხედვით, ადამიანებმა კომპეტენცია მათი მეგობრებისთვის სასურველ თვისებად შეაფასეს, ხოლო მტრებისთვის - არასასურველ მახასიათებლად.

და ბოლოს, ამავე კვლევების მიხედვით, თავდაპირველ დასკვნას ადამიანის მორალურ მხარეზე სწორედ მისი კომუნიკაბელურობიდან გამომდინარე ვიღებთ. მაგალითად, თუ ადამიანი სხვების მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს, ვასკვნით, რომ ის მორალურად გამართულია. და პირიქით, რაც არ უნდა კომპეტენტური იყოს პირი და თავის საქმეს კარგად აკეთებდეს, თუ მაგალითად, თანამშრომლებთან კონფლიქტური, უსიამოვნო დამოკიდებულება აქვს, მას ამორალურად აღვიქვამთ.

წყარო: socialpsychonline.com
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი