Loading...
Close
19 ივლისი 2019 06:21
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
VINITECH-ის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს
14 ივნისი 2019 16:18
„საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და საფრანგეთის ბორდოს რეგიონის მევენახეობა- მეღვინეობის მიმართულების სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები იღებენ. ბორდოს რეგიონი თანამედროვე მეღვინეობის მსოფლიო ცენტრია და, შესაბამისად, დელეგაციის ვიზიტს და ერთობლივი კონფერენციას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა VINITECH-ის ინოვაციური ტურის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე „თქვენს საქმიანობაზე მორგებული ფრანგული გამოცდილება და ინოვაცია“.

ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მიერ ღვინის წარმოების და ექსპორტის კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ყურადღება თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ვენახების გაშენებისა და სამეცნიერო კვლევის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის წარმოების უძველესი კერაა, შესაბამისად, ის ძალიან საინტერესოა ბევრი მკვლევარისა და მეცნიერისთვის. ბორდოს რეგიონი პირველად აწყობს გასვლით ტურს და სიმბოლურია, რომ პირველი სწორედ საქართველოა. მათთვის საინტერესოა ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ინოვაციების ჩამოტანა. ბორდო თანამედროვე მეღვინეობის ცენტრია, ლიდერია მეღვინეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით; ამდენად, მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციაზე, რომელსაც ქართველი და ფრანგი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მევენახეობაზე კლიმატის გავლენის, ირიგაციის ახალი მეთოდების საჭიროების, რთვლის საუკეთესო დროის შერჩევის და მევენახეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები განიხილეს.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი