Loading...
Close
19 ივლისი 2019 06:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
15 ივნისი 2019 11:28
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები და დაგეგმილი სიახლეები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

„ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დაგროვდა. გასულ წელს, მეწარმეებმა და მევენახეებმა, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, შეძლეს შეთანხმებების მიღწევა და რთველის შეუფერხებლად ჩატარება. გასული წლის მსგავსად, ჩასაბარებელი ყურძნის ფასს სახელმწიფო არც წელს დაარეგულირებს და 2019 წლის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის კუთხით ჩაერთვება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, 2019 წლის რთველის პერიოდში, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, მევენახეები და ღვინის კომპანიები დაცული ადგილწარმოშობის დასახელების - „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „ყვარელი“ და „მუკუზანი“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარებას მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ. ეს, ხელს შეუწყობს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ქართული ღვინის ხარისხის ზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტორის სტაბილური განვითარებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის მაღალი ხარისხი არის მთავარი ფაქტორი ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დარგის განვითარების სწორმა პოლიტიკამ, ახალმა მიდგომებმა და კერძო სექტორთან აქტიურმა კომუნიკაციამ, ღვინის ინდუსტრია საგრძნობლად განავითარა. სააგენტო, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, შეძლებს ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების პროცესი შეუქცევადი გახდეს და ქართულმა ღვინომ, საერთაშორისო ბაზარზე, პრემიუმ სეგმენტში დაიმკვიდროს ადგილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებმა მინისტრს საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გაუზიარეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე დეტალურად ისაუბრა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდნენ.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი