Loading...
Close
19 ივლისი 2019 06:11
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე შიდა ქართლელ ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
15 ივნისი 2019 12:22
შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. დაზიანების შესახებ შემოსულია 700-ზე მეტი შეტყობინება. ზარალები სრულად არის დათვლილი

სადაზღვეო კომპანიების მხრიდან. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან და „თიბისი დაზღვევის“ წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ჯამბულ ტუხიაშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის ნაკვეთი დაათვალიერა. სოფელ ძევერას მკვიდრს, ჯამბულ ტუხიაშვილს სეტყვის შედეგად გაუნადგურდა მოსავლის 50%. „თიბისი დაზღვევა“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 16,500 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 1.65 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 990 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.

2019 წლის ივნისის თვის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 9,834 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 4,985 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,148,239 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 10,473 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 96,497,027 ლარია.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი