Loading...
Close
19 ივლისი 2019 06:26
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ლევან ვასაძე - მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში
19 ივნისი 2019 11:26
„მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდი“ არ იქნება, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან სახელმწიფოსთვის გაკეთებული საჩუქარია.

„მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს: კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როდესაც მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვასაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ თემი მაინც შეეცდება პრაიდის ჩატარებას, ის და მისი მხარდამჭერები შიშველი ხელებით შეეცდებიან მათთვის ხელის შეშლას.

„დაკითხვებზე გვითხრეს, რომ არაკანონიერი ფორმირება და რაღაცებს რომ გვაბრალებენ - ეს რომ არ იყოს, თქვენ შეეშვით ათისთავებს, ასისთავებს და თვითორგანიზებასო. მე არ მესმის, რად გინდათ ეს იმიტომ, რომ რაც უფრო ორგანიზებულები მოვალთ ჩვენ იქ, მით უფრო კარგად დავიცავთ წესრიგს, რათა ეს უბედურები არავინ გახლიჩოს შუაზე და უბრალოდ გავათრიოთ იქიდან. ჩვენ მოძრაობა შევქმენით იმისთვის, რომ დაგხმარებოდით წესრიგის შექმნაში, მაგრამ მე ძალიან დიდხანს ვიფიქრე, თითქმის არ მძინებია გასულ ღამესაც, სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ჩვენს ძმებს ვეუბნები, რომ მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე, ვენდოთ ჩვენს სახელწმიფოს, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ დავშალოთ ნებისმიერი კორდონი და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან. თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და მათ ჩაატარებინებთ პრაიდს, მერე თქვენს თავს დააბრალეთ. მერე ვეღარავინ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება. მე არ ვიცი კანცელარიას მოადგება ხალხი, პარლამენტს თუ ბიძინას შუშის სახლს, მე ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა ვასაძემ.

ბიზნესმენის ინფორმაციით, დღეს საღამოს ის ამერიკულ ტელეარხ CBN-ს ვრცელ ინტერვიუს მისცემს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი მიმართვას გააჟღერებს.

„დღეს საღამოს ვრცელ ინტერვიუს მივცემთ დიდ ამერიკულ კონსერვატიულ ტელეარხს CBN რომელსაც 200 მილიონი ადამიანი უყურებს ტრამპის ჩათვლით. მათ იციან, რომ თუ ვერ გავედი კავშირზე. ე.ი. დაპატიმრებული ვარ და ჩემი მიმართვა ტრამპის მიმართ მაინც გავა CBN-ზე“. - განაცხადა ლევან ვასაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი