Loading...
Close
19 ივლისი 2019 06:21
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდს და ურბანულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
19 ივნისი 2019 11:27
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ბაიდარაშვილს ალექსანდრე ტოგონიძე შეცვლის, რომელიც მერიაში აქამდე ურბანულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

"ბოლო დროს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი შთამბეჭდავი და წარმატებული პროექტი იყო ორბელიანის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია, რომლის განხორციელებისთვის თბილისის განვითარების ფონდმა და მისმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა უდიდესი შრომა გასწია. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. გიორგი არის მაღალი დონის პროფესიონალი და ფონდის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში მან დიდი წვლილი შეიტანა იმ დიდ საქმეში, რომელიც მსხვილი ისტორიული არეალების რეაბილიტაციას და გაცოცხლებას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, ყველა პროფესიონალს აქვს თავისი გეგმები კარიერული თუ განვითარების თვალსაზრისით და გიორგიმაც გადაწყვიტა, რომ დატოვოს ფონდის ხელმძღვანელის პოზიცია. ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მე პატივს ვცემ. მინდა წარმატებები ვუსურვო მას საქმიანობაში და ამავე დროს, საზოგადოებას წარვუდგინო თბილისის განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე.

ალექსანდრე აქამდე იკავებდა ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციას, ხოლო უფრო ადრე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება. ვფიქრობ, მას კარგად ესმის ურბანული გამოწვევები, არის კარგი მენეჯერი. მისი ამ პოსტზე მუშაობის პერიოდში დამტკიცდა გენერალური გეგმა, აიკრძალა K კოეფიციენტების მატება, განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება დადგენილებებში, რაც ქალაქის სწორ განვითარებისთვის არის აუცილებელი. დარწმუნებული ვარ, სანდრო ამ მოვალეობასაც თავს კარგად გაართმევს და არაერთი ისტორიული პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციას, მერის განმარტებით, მას დაიკავებს გიორგი ებანოიძე, რომელიც მუშაობდა ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ.

„გიორგი არის პროფესიით ეკონომისტი და სამართალმცოდნე. მას გააჩნია, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. მინდა წარმატება ვუსურვო მას ამ ახალ პოსტზე",- განაცხდა კალაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი