Loading...
Close
19 ივლისი 2019 06:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
'მხოლოდ იმიტომ გინდობენ, რომ მათსავით 'მუჟიკი' ხართ' - ნათია ორველაშვილის ღია მიმართვა ლევან ვასაძეს
19 ივნისი 2019 11:53
ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სოციალური ქსელის პირადი გვერდიდან მიმართავს. გთავაზობთ ნათია ორველაშვილის საჯარო პოსტს:

"ბატონო ლევან, როცა ხალხს სიტყვით მიმართავთ, შეიძლება მაგ ტრიბუნიდან არ ჩანს რაღაცეები. ან შეიძლება ჩანს. მე მაინც მოგიყვებით, როგორ ვიღებდით ჟურნალისტები და ოპერატორები თქვენს მიმართვას ვერის პარკში. აი, იმ მიმართვას, სადაც გეგმიური პატრულირების გაუქმების შესახებ გამოაცხადეთ, მაგრამ მუქარა ძალაში დატოვეთ და თქვით, რომ ერთ ზარზე ''რაზმი" ქუჩაში გამოვა და დანაპირებს შეასრულებს. მედია გისმენდათ როცა გამოაცხადეთ ეს გადაწყვეტილება, როცა მოგვიყევით რას გვეტყვიან ძერჟავნიკი რუსები, თუ ვკითხავთ მათ თქვენს შესახებ. მოვისმინეთ, რომ თქვენ რამდენიმე მათგანს პირდაპირ ეუბნებით, რომ აფხაზეთი უნდა დააბრუნონ და ისინი მხოლოდ იმიტომ გინდობენ, რომ მათსავით ''მუჟიკი" ხართ. ასევე გვითხარით, რომ თუ ადამიანს უნდა ხელფასი 1000 ან 2000 ევრო ხელფასი, დააჭერინებენ მიკროფონს და ექნება ეს ხელფასი. ოღონდ ან კახპა უნდა იყოს, ან მამათმავალი. მხარდამჭერებს ეს პასაჟიც ძალიან მოეწონათ. ეს ყველაფერი 10 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა. ჩვენც გვინდოდა კითხვებზე პასუხები მიგვეღო და თან სიმართლე გითხრათ, ხელებიც დაგვეღალა ამ გაშვერილი მიკროფონებისგან, წელიც გვეტკინა, ოპერატორები მძიმე კამერებით იყვნენ და მხრები ეტკინათ. მოკლედ, შევეცადეთ თქვენი მონოლოგი შეგვეწყვეტინებინა. ჰოდა მაინტერესებს დაინახეთ თუ არა, როგორ გვიყურებდნენ თქვენი მხარდამჭერები, როცა კითხვის დასმა ვცადეთ? ჩანდა თქვენი სიმაღლიდან ის დამცინავი და აგრესიული მზერები მედიის მისამართით? როცა თქვენ ქრისტიანობაზე და ზნეობაზე საუბრობდით, ხედავდით თუ არა, რამდენი ადამიანი იყო მზად, რომ მინიმუმ გაელანძღა და ასევე უპრობლემოდ დაერტყა მედიის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, თუ ის თქვენთვის უსიამოვნო კითხვას დასვამდა? და რა მასშტაბის გახდება ეს აგრესია, როცა საქმე უმცირესობის წარმომადგენელს ეხება? თქვენმა თეთრმა ჩოხამ ვერ გადაფარა ამ ადამიანების ზიზღი ჩვენს მიმართ. თქვენ მართავთ თქვენს ბიზნესს. და გგონიათ რომ მართავთ მორწმუნეებს, რომლებსაც კი, ნამდვილად აქვთ უფლება არ უნდოდეთ პრაიდი ან ჰარი პოტერი ან რა ვიცი, ნებისმიერი რამ. მაგრამ თქვენ არ აანონსებთ მშვიდობიან აქციებს. არც ქრისტიანის შემწყნარებლობა ჩანდა იმ აქციაზე, არც მოყვასის სიყვარული. ჰოდა შეუძლებელია მართოთ ამდენი დაღლილი, გაჭირვებული და გაბრაზებული ადამიანის ბრაზი. მართლა შეუძლებელია. ცუდად თუ/რომ დამთავრდება, მონანიება ვერ გადაწონის ადამიანის ჯანმრთელობას და მითუმეტეს სიცოცხლეს", - წერს ნათია ორველაშვილი ლევან ვასაძის მისამართით.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ორგანიზატორების განცხადებით, 'თბილისი პრაიდი' ჩატარდება
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი