Loading...
Close
16 ივლისი 2019 00:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
მეტროში ორ მამაკაცს საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ - შსს-მ ერთი პირი დააკავა
20 ივნისი 2019 12:26
მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა. შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირი მიმალვას ცდილობდა. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ჩალიგავა ვაშლიჯვრის სასაფლაოსთან დააკავა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი ორ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ ახალგაზრდას ეკეთა.

თვითმხილვეთა ინფორმაციით, დაშავებულები ქუჩის მუსიკოსები არიან, რომლებიც მეტროთი გადაადგილდებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ საყურე ქართველ კაცს არ უხდება და ახალგაზრდას მის მოხსნას სთხოვდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მეტროში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება რასობრივი, რელიგიური ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს
მთავარი თემა

20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს
ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი