Loading...
Close
17 ოქტომბერი 2019 02:02
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ამ დრომდე არაა ცნობილი, რამდენი ადამიანია დაკავებული რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს
21 ივნისი 2019 11:05
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე აქციისას დაკავებულების ზუსტ რაოდენობას ამ დრომდე არ ასახელებს.

რუსთაველის გამზირზე დაკავებები გამთენიას დაიწყო. მანამდე, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა.

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ.

სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პარლამენტში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები.

აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომლებმაც აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის რამდენიმემ თვალი დაკარგა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება. პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრება.

კობახიძემ ვიზიტი რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გააუქმა.




აქციაზე დაშავებულმა ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა




რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად, სტაციონარებში 240 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 80 პოლიციელია





რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი დაშავებულის დედა - ჩემ შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, 2 ოპერაცია ჩაუტარდა, შესაძლოა, სამი დღე მართვით სუნთქვაზე იყოს





გრიგორი კარასინი - ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას





სერგეი გავრილოვი - სადაც შემომთავაზებს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს





დასავლური პრესა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება





რუსი დეპუტატი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან





მოქალაქეები აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ცხელი ხაზის საშუალებით მიიღებენ





სალომე ზურაბიშვილი - გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შეწყვეტილიყო ვიზიტი ბელარუსში - ვბრუნდები თბილისში და ადგილზე გავეცნობი სიტუაციას




მიხეილ სააკაშვილი - ახლა ივანიშვილი შეეცდება ერთი-ორი ბარტყი გადმოაგდოს - ვისაც უყვარს საქართველო ყველა უნდა გამოვიდეს!



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი