Loading...
Close
11 დეკემბერი 2019 03:37
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ახლა ივანიშვილი შეეცდება ერთი-ორი ბარტყი გადმოაგდოს - ვისაც უყვარს საქართველო ყველა უნდა გამოვიდეს!
21 ივნისი 2019 12:43
ახლა ივანიშვილი შეეცდება გამოვიდეს, ერთი-ორი ბარტყი გადმოაგდოს, ფულები დაარიგოს, თვალები ჩააპაჭუნოს. ხალხო, მე მგონი, აღარ ვჭამთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

„ახლა ყველამ უნდა გადავდოთ გვერდზე საკითხები, ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს საქართველო უნდა გამოვიდეს, მათ შორის ჩემი ყველა მომხრე უნდა გამოვიდეს და ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. არ არის კანონიერი, როდესაც შუასაუკუნოვანი ფეოდალი მართავს ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ევროპის ნაწილი. არ არის ქართველი ხალხი ღირსი, ასე გაბანძების, ასე გაუბედურების. ჩვენ ოდესღაც ვიყავით მსოფლიოს პირველი რეფორმატორები, ჩვენ შემოგვნატროდა ძალიან ბევრი ქვეყანა. ამ კაცმა გააჩანაგა საქართველოს ეკონომიკა და მილიონი ქართველი გააქცია ქვეყნიდან. უბედურებები ჩაიდინა, რუსეთს გადასცა 2008 წლის ომის მონაწილეების გვარები და ამ სიების გამო მოკლეს ტატუნაშვილი, ამ სიების გამო დააპატიმრეს ბევრი რუსეთში, ამ სიების გამო ინადირეს ხალხზე,მათ შორის აქ, უკრაინაში. რუსების დავალებით შეაჩერა ლაზიკის პორტის მშენებლობა, რუსების დავალებით გააკეთა ბევრი სხვა საზიზღრობა და გუშინ ბოლომდე დაგვცინა და გაგვასწორა მიწასთან. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, რამდენიმე ახალგაზრდა მძიმედ დასახიჩრდა.

ახლა ივანიშვილი შეეცდება გამოვიდეს, ერთი ბარტყი გადმოაგდოს, ორი ბარტყი გადმოაგდოს, ფულები დაარიგოს, თვალები ჩააპაჭუნოს. ხალხო, მე მგონი, აღარ ვჭამთ. ერთხელ გვაჭამა, ორჯერ გვაჭამა, სამჯერ გვაჭამა, რამდენჯერ უნდა გვაჭამოს? ეს კაცი არის უბედურების თავი და თავი და წყარო. ვიღაც ქოჩორა კობახიძეს გადმოაგდებს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? ვინ არის კობახიძე? ეგეთი კობახიძეები ჰყავს მთელი ლეგიონი. ეს კაცი უნდა მოშორდეს და დააბრუნოს რაც ქართველ ხალხს მოპარა, რამდენიმე მილიარდი ლარი ბოლო წლების განმავლობაში. ეს კაცი, კალაძე, ყველა დანარჩენი იცავენ თავის ქონებას, რომელიც თქვენ მოგპარეს. გახარია საერთოდ რუსეთის სპეცსამსახურების დასმულია და როგორც პუტინი ისე უსწორდებოდა გუშინ ხალხს. ამიტომ ყველანი უნდა დავდგეთ ერთად მიუხედავად წარსული განსხვავებებისა. გუშინ მე თვითონ რამდენჯერმე ველაპარაკე ირაკლი ოქრუაშვილს, გუბაზ სანიკიძეს, იმ ხალხს, ვისთანაც ადრე ძალიან ბევრი განსხვავება მქონდა. ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. ახლა საქართველო არის უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მომავალი, ძალიან ახლოს ვართ ივანიშვილის მოშორებასთან", - განაცხადა სააკაშვილმა.




ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა





აქციაზე დაშავებულმა ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა





'ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული' - 'ქართული ოცნების' პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს





18 წლის გოგო, რომელმაც დარბევის დროს თვალი დაკარგა, სავარაუდოდ, აქციის მონაწილე არ იყო






იდენტიფიცირებულია მედიის 31 წარმომადგენელი რომელმაც მიიღო დაზიანება - შსს-სთან აქცია იგეგმება





სერგეი გავრილოვი - ზოგიერთმა ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მომიხადა - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ვხედავთ, კოორდინირება დაკავშირებულია სააკაშვილთან





გიორგი მარგველაშვილი - მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს 'ქართული ოცნებიდან', გაემიჯნონ ამ ძალადობას





გიორგი მარგველაშვილი - ვთხოვ ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე, ვინც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ღირსებას!





რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად, სტაციონარებში 240 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 80 პოლიციელია





რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი დაშავებულის დედა - ჩემ შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, 2 ოპერაცია ჩაუტარდა, შესაძლოა, სამი დღე მართვით სუნთქვაზე იყოს





რუსი დეპუტატი - თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს





გრიგორი კარასინი - ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას






ამ დრომდე არაა ცნობილი, რამდენი ადამიანია დაკავებული რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს





ხიდაშელი - ვისაც აზრი შერჩენილი აქვს გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო, უფრო მეტიც როდიონოვის ღამის დარად ამ ღამეს გავრილოვის ღამე დაერქმევა!





სერგეი გავრილოვი - სადაც შემომთავაზებს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს





დასავლური პრესა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება





რუსი დეპუტატი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან





მოქალაქეები აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ცხელი ხაზის საშუალებით მიიღებენ





სალომე ზურაბიშვილი - გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შეწყვეტილიყო ვიზიტი ბელარუსში - ვბრუნდები თბილისში და ადგილზე გავეცნობი სიტუაციას




მიხეილ სააკაშვილი - ახლა ივანიშვილი შეეცდება ერთი-ორი ბარტყი გადმოაგდოს - ვისაც უყვარს საქართველო ყველა უნდა გამოვიდეს!





აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს





გიორგი ვაშაძე - გენერალ როდიონოვის ქმედებას შეგვიძლია, მივამსგავსოთ ის, რასაც გუშინ ჩადიოდა 'ქართული ოცნება' და სპეცრაზმელები





საპატრიარქო - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი