საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ამ ეტაპზე მეტი კანდიდატურა არ განიხილება და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას“, - განაცხადა მდინარაძემ.