„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
"საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა პლატფორმა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. როდესაც გუშინ რუსმა დეპუტატებმა დატოვეს პარლამენტის შენობა, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას. მიზანი მიღწეულია.
ყველა პოლიტიკოსი ვალდებული ვართ პასუხისმგებლობის ტვირთით ვიცხოვროთ. არაფრად ღირს დეპუყტატის მანდატი, საზოგადოების გაღიზიანების სანაცვლოდ. მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას, ამის გამო მოვუხადე ბოდიში. არ იქნება სწორი რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ამ პროცესში ჩართული პირი - ზაქარია ქუცნაშვილი დარჩეს დეპუტატის პოსტზე. მე დღეს ვაცხადებ, რომ მზად ვარ დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
კითხვაზე, ვინ მოუხადა ბოდიში რუს დეპუტატს, ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ ბოდიშს ის არავის მოუხდის, ქართველი ხალხის გარდა.