რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებას ითხოვენ და ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიციას, რომელიც პრეზიდენტ პუტინის სახელზეა ამ დროისთვის 3000-მდე ხელმოწერა აქვს.
„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან. მიტინგების გამართვა კი, თავად საქართველოს მოქალაქეების უფლებაა. მივცეთ საშუალება ხალხებს, მეგობრული ურთიერთობა გააგრძელონ და თავად გადაწყვიტონ, ამა თუ იმ ქვეყანაში ჩავიდნენ თუ არა“, - წერია პეტიციაში.