Loading...
Close
20 სექტემბერი 2019 06:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საინტერესო
სიმართლე სიცრუის შესახებ 
24 ივნისი 2019 13:12
რა არის სიცრუე და ვინ იტყუება? ბრანდეის უნივერსიტეტის ფისქოლოგიის პროფესორი ლეონარდ საქსი ამბობს, რომ სიცრუეს ადამიანის ცხოვრებაში ყოველდღიური სახე აქვს და საშუალოდ ადამიანი დღეში ორჯერ მაინც იტყუება.

ფსიქოლოგის კვლევით, თანამედროვე სამყაროში ტყუილს უფრო ხშირად „სოციალური სასჯელის" შიშით მივმართავთ. უფრო მეტიც - ტყუილი ზოგიერთი პროფესიის განუყოფელი ნაწილია, მაგალითად - ადვოკატების ან ჟურნალისტებისთვის.

„რა თქმა უნდა, მიყვარხარ"

ჰარვარდის პროფესორი სოციალური ფსიქოლოგიის განხრით, ბელა დეპაულო კი, რომელიც წყვილებს შორის სიცრუეს იკვლევდა, აცხადებს, რომ წყვილები შეხვედრების პერიოდში ერთმანეთს უფრო ხშირად ატყუებენ, ვიდრე - სხვა ადამიანებს. მისი დასკვნით, ქორწინების შემდეგ სიცრუის რაოდენობა იკლებს, თუმცა - არ ქრება.

„კეთილი" და „ბოროტი" ტყუილები

ტყუილი ორი სახისაა - დამაზიანებელი, რომელსაც უთანხმოება შემოაქვს საზოგადოებაში და პირიქით, სოციალური ურთიერთობებისთვის აუცილებელი. ამის მაგალითად დეპაულოს კომპლიმენტი მოჰყავს, რომელსაც ადამიანები ხშირად თავაზიანობისთვის მიმართავენ, თუმცა რეალურად შესაძლოა არც ფიქრობდნენ, რომ ადრესატი მართლა კარგად გამოიყურება. გასაკვირი არც არის, რომ რაც უფრო ახლოს არიან ადამიანები ერთმანეთთან, მსგავსი, „კეთილი" ტყუილები უფრო ხშირია, რადგან ამით ისინი ერთმანეთის გრძნობებს უფრთხილდებიან.

ვინ იტყუება?

ბრანდეის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ლეონარდ საქსი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ადამიანი ზეწოლის შემთხვევაში იცრუებს. თუმცა, ისინი, რომლებიც ხშირად და უმიზეზოდ იტყუებიან, მიდრეკილნი არიან ადამიანთა მანიპულირების სურვილსა და მათი მხრიდან სიმპათიის მიღებისკენ. ასევე, კვლევების მიხედვით, კომუნიკაბელური, თავდაჯერებული, ე.წ. ექსტროვერტები უფრო ხშირად ატყუებენ სხვასაც და საკუთარ თავსაც. შესაბამისად, დეპრესიისკენ მიდრეკილებს ეს თვისება - საკუთარი თავის მოტყუება - ნაკლებად ახასიათებთ და ისინი რეალობას შეულამაზებლად აღიქვამენ. ფსიქოლოგების მტკიცებით კი, თავის მოტყუების უნარი მენტალური ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

ტყუილის აღმოჩენა

ფსიქოლოგების მტკიცებით, ადამიანი იმ შემთხვევაში ცრუობს თავდაჯერებულად, თუ მას გამოაშკარავების ან/და სასჯელის შიში არ აქვს. ზოგადად, მატყუარასთვის დამახასიათებელია საუბრისას ყოყმანი, ხმის ტემბრის ცვლილება და ნერვული მანერები. ასევე, ფსიქოლოგების მტკიცებით, ცრუ ადამიანები მიდრეკილები არიან ხშირად გამოიყენონ საუბარში ნაცვალსახელები - "მე" და "ჩემი"; ნაკლებად იყენებენ ემოციურ სიტყვებს, ისეთებს, როგორებიცაა, მაგალითად - „მტკივნეული", ან „ნაწყენი"; ასევე, თითქმის უარყოფენ შემეცნებით სიტყვებს - „გასაგები", „გააზრება" და სხვა; და ბოლოს, იშვითად მიმართავენ სიტყვებს, რომელიც კატეგორიებს განასხვავებს - "მაგრამ", „ამის გარეშე", და ა.შ.

„უდანაშაულო “

კვლევების მიხედვით, მატყუარები აცნობიერებენ საკუთარ ქმედებას და რაც მთავარია, ეწინააღმდეგებიან მას. შესაბამისად, კონფლიქტში არიან საკუთარ თავთან. ასევე, ფსიქოლოგების მტკიცებით, უფრო რთულია „პირისპირ" მოტყუება, ვიდრე - დისტანცირებულად.

და ბოლოს, არის კი სასურველი წარმოვიდგინოთ სამყარო ტყუილის გარეშე? მოვახერხებდით თუ არა ერთმანეთთან ასე ურთიერთობას? გვინდა კი ჩვენი ყველა ტყუილისგან გაქცევა?

მომზადებულია psychologytoday.com-ის მიხედვით

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს
'პარტიის ლიდერებს 'პრაიმერის' პრინციპით შევარჩევთ' - მამუკა ხაზარაძემ 'ლელოს' პირველი 12 წევრი წარადგინა
'მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი' - სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
გია ვოლსკი - არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა
მამუკა ხაზარაძე - ზვიად რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი
ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი