Loading...
Close
19 ივლისი 2019 05:31
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
'ეკონომიკური ზრდის ტემპი მაინც პოზიტიური იქნება' - 'თიბისიმ' რუსეთის გადაწყვეტილების ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება გამოაქვეყნა
24 ივნისი 2019 13:03
„რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, ზრდის ტემპი შემცირდება, მაგრამ ის მაინც პოზიტიური, დაახლოებით 5%-მდე იქნება,“ - ამის შესახებ „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„თიბისი“ ეხმაურება ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლა აიკრძალოს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი მაინც პოზიტიური იქნება, რადგან ტურისტული ნაკადი ევროკავშირიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან მკვეთრად იზრდება.

„თიბისი კვლევების მიხედვით, ახლო პერსპექტივაში, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, ზრდის ტემპი შემცირდება, მაგრამ ის მაინც პოზიტიური, დაახლოებით 5%-მდე იქნება, რადგანაც ტურისტული ნაკადი ევროკავშირიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან მკვეთრად იზრდება. ამასთან, ტურიზმის კუთხით, ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანი თურქეთის ნეგატიური ზეგავლენა იწურება და ეს ფაქტორიც ხელშემწყობი იქნება. ეკონომიკის ზრდის ტემპი, მანამდე პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად 4%-ის ფარგლებშია ნავარაუდები. მართალია, რუსეთიდან ტურისტების ასეთი მკვეთრი შემცირების ზეგავლენა ეკონომიკაზე დაახლოებით 1.5% უნდა იყოს, თუმცა მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც დამაბალანსებელი ფაქტორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ამ ფაქტორის გამო სავალუტო შემოდინებების კუთხით, მომდევნო ერთ წელიწადში შეფასებული დანაკლისი 200 მილიონ დოლარამდეა. ამასთან, საგარეო სექტორი პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, ლარი არაერთი შეფასებით, უკვე მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული და ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დონეც მაღალია. ბოლო 6 თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 216 მილიონი დოლარი შეისყიდა. მაშინ როდესაც, მოკლევადიანი მერყეობა არაა გამორიცხული, თიბისის კვლევები ინარჩუნებს ლარის გამყარების პროგნოზს,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: რუსები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებას ითხოვენ და ხელმოწერებს აგროვებენ
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი