Loading...
Close
16 ივლისი 2019 00:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ყაზბეგში ფესტივალის ტერიტორიის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო
25 ივნისი 2019 11:06
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, Mountain Set: Kazbegi-ის ფესტივალის ტერიტორიის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, მოსახლეობასა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის ინციდენტი მოხდა, დაზიანდა მუსიკალური ფესტივალის ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკაც.

„მოსახლეობის მხრიდან პროტესტი გამოითქვა და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. დაფიქსირდა კერძო საკუთრების დაზიანების ფაქტი, რაც ცუდია. როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, მოსახლეობა ფესტივალის ჩატარების თაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა ამას ჰქონდა წინაპირობები. სოციალურ ქსელებში რაღაც ჯგუფისგან შერაცხმყოფელი პოსტები ვრცელდებოდა მოსახლეობის მისამართით, რამაც პროვოცირება მოახდინა. ინციდენტთან დაკავშირებით ადგილზე ვიმყოფებოდით, ასევე მერიაშიც გვქონდა შეხვედრა, უშუალოდ ფესტივალის ორგანიზატორებთან. მთელი დღე იქ ვიყავით, ჩვენი ჩასვლის დროს ადგილზე გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც ვიცი, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, აღნიშნული ფაქტი მოხდა ბიდარის ტერიტორიაზე, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს და 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გუდაურში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია
მთავარი თემა

20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს
ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი