Loading...
Close
16 ივლისი 2019 00:32
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პრესის დაიჯესტი
'როგორ ავუხსნა ნიკას შვილს ეს ყველაფერი?' - ანზორ მელიას ინტერვიუ შვილის შესაძლო დაკავებაზე
27 ივნისი 2019 09:00
კარდიოლოგი ანზორ მელია შვილის დაკავებას ელოდება. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


- ბატონო ანზორ, ნიკას პარლამენტმა იმუნიტეტი შეუჩერა, ამ გადაწყვეტილებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორ შეაფასებთ ამას?

-როცა ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ნიკას დაიჭერდნენ დავჯექი და დავითვალე რამდენი ჩემი ყოფილი პაციენტი იჯდა იმ პარლამენტში. სულ 10 დეპუტატია ასეთი. მათთან არ მქონია უბრალოდ ავადმყოფის და ექიმის ურთიერთობა - ათწლეულები მაკავშირებდა.

-ყველამ ნიკას წინააღმდეგ მისცა ხმა?

-მხოლოდ რომან კაკულია აღმოჩნდა გამონაკლისი, როცა სწორედ მასთან არ მაკავშირებდა მეგობრობა. მისი დედა იყო ჩემი პაციენტი და წელიწადში ორჯერ მოჰყავდა ჩემთან.

-სხვები?..

-მხოლოდ ერთზე გეტყვით, ყველაზე მეტად ვინც გული მატკინა. ეს არის კობა კობალაძე. როგორც შვილს მამა უვლის, ასე ვუვლიდი მას. ყველაზე მტკივნეული კობას გადაწყვეტილება იყო დღეს ჩემთვის.

-ელოდებით რომ დააკავებენ ნიკას?

-დიახ, ველოდები, როცა შვილი დინების საწინააღმდეგოდ მიდის და მონსტრს ებრძვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ დაიჭერენ. 2012 წელს მე ოცნების მხარდამჭერი ვიყავი. მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთმა გამოგვიგზავნა და საქართველოს გადაარჩენდა. ახლა კი ნიკა ხშირად ამბობს, რომ მე უფრო ოპოზიციონერი ვარ, ვიდრე ის. ნიკას ეს ყველაფერი მოუწყვეს. უთხრეს, რომ მინისტრს და პრემიერმინისტრს უნდოდა მასთან შეხვედრა და მოტყუებით შეიყვანეს პარლამენტში.

-თქვენც თქვენი შვილივით ფიქრობთ, რომ ამის მონაწილე პავლე კუბლაშვილია?

-ნიკა არასოდეს ტყუილს არ ამბობს, ის არის სუფთა პიროვნება, მეც მამასაც არაფერს არ მაპატიებს და ამიტომ რაც თქვა ნიკამ, დაიჯერეთ, რა. მე სანამ სული მიდგას ნიკას გვერდზე ვიქნები.

-რამე გეგმა გაქვთ, თუ ნიკას დააკავებენ?

მე რა გეგმა უნდა მქონდეს, 72 წლის მამაკაცი ვარ. ერთადერთი, მის შვილზე ვფიქრობ, რომელიც 4 წლინახევრისაა - როგორ უნდა ავუხსნა ეს ყველაფერი. მას არაფერი გამოეპარება. ახლაც ნერვიულობს ხოლმე, როცა მამას სამსახურიდან აგვიანდება.


ავტორი: თამთა თორდია



წყარო - პრაიმტაიმი




კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს




ნიკა მელია - თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან!




მიშა მშვილდაძე - ნიკა მელიამ მოითხოვა, რომ დღეს აქციაზე არ გვეხსენებინა


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს
ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი