Loading...
Close
20 აგვისტო 2019 09:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ნიკა მელია - უსამართლოდ გვაბრალებენ, რომ 20 ივნისს გვინდოდა პარლამენტი შტურმით აგვეღო, მაგრამ დღეს ნამდვილად ავიღეთ მორალური უპირატესობით
26 ივნისი 2019 21:09
„ძალიან უსამართლოდ გვაბრალებენ იმას, რომ თითქოს 20 ივნისს გვინდოდა, შტურმით აგვეღო პარლამენტის შენობა, მაგრამ დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით მორალური უპირატესობით,“ - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.

„ძალიან უსამართლოდ გვაბრალებენ იმას, რომ თითქოს 20 ივნისს გვინდოდა, შტურმით აგვეღო პარლამენტის შენობა, მაგრამ დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით მორალური უპირატესობით, სიმართლით, სიმტკიცით, ძლიერი ერთობით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს. ვგრძნობდი ამ მხარდაჭერას. ეს რა ვნახე ხალხო. ამდენი შეშინებული, ღირსებააყრილი და თავის თავს რომ არ ეკუთვნიან ადამიანები, ერთ დარბაზში მოთავსებული, ცხოვრებაში არ მინახავს. წარმოიდგინეთ, მათ უდიდეს ნაწილს არ უნდოდა იმის გაკეთება, რაც მათ მოუწიათ.

ვისაც კიდევ ეჭვი ეპარებოდა, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, დღეს ყველამ დაინახა და ეს იგრძნობოდა იქ. თვალებში ვერ მიყურებდნენ. რა არის ეს, თუ არა ჩვენი გამარჯვება, როდესაც თავდახრილები არიან ჩვენ წინაშე. მათ აუცილებლად მოუწევთ მართვის სადავეებიდან წასვლა. სიმართლე ახლა ჩვენ მხარეს არის. არასოდეს ისეთი ძლიერები არ ვყოფილვართ, როგორც ახლა ვართ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა.



კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს




ემზარ კვიციანი - არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები თავდებში დავუდგეთ ნიკა მელიას? - მისი დაკავება ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა კოლეგა გაწირეს






ნიკა მელია - თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან!




'როგორ ავუხსნა ნიკას შვილს ეს ყველაფერი?', - ანზორ მელიას ინტერვიუ შვილის შესაძლო დაკავებაზე




მიშა მშვილდაძე - ნიკა მელიამ მოითხოვა, რომ დღეს აქციაზე არ გვეხსენებინა



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი