Loading...
Close
16 ივლისი 2019 00:23
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ნიკა მელია მოსამართლეს - გუშინ 93 დაჩოქილი დეპუტატი ვიხილე და ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ თქვენ პირუთვნელი იქნებით
27 ივნისი 2019 15:29
გუშინ 93 დაჩოქილი დეპუტატი ვიხილე და ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ თქვენ პირუთვნელი მოსამართლე იქნებით, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულმა წევრმა ნიკა მელიამ მოსამართლე თემურ გოგოხიას.

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია ჩინჩალაძე-მურუსიძესთან დაკავშირებით. მე გუშინ 93 დაჩოქილი დეპუტატი ვიხილე და ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ თქვენ პირუთვნელი მოსამართლე იქნებით. თქვენ არ ხართ ჩვეულებრივი მოსამართლე, თქვენ ხართ კოლეგიის თავმჯდომარე, ჩინჩალაძის მეგობარი. მე ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, რომელიც გულს მოგილბობთ. უბრალოდ იცოდეთ ჩემი წარმოდგენა თქვენდამი. არიქა, ახლა სხვანაირი ნიკა მელია მიხილოთ, რომ პატიმრობა არ შემიფარდოთ, ვერც თქვენ ეღირსებით და ვერც ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის ნიკა მელიას მიმართ სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით, ნიკა მელიას მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, რომელიც უალტერნატივოდ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე პროკურორმა განმარტა, რომ მელიამ შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, ასევე მტკიცებულებების განადგურება მოხდეს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.

„პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, პატიმრები ციხეში მიდიან და გამოდიან, მთავარია, ამ პროცესში ჩართულმა მხარეებმა საკუთარი მისიის შესრულება ღირსეულად შეძლონ. მაქვს განცდა, რომ ქვეყნისთვის გარდამტეხი პერიოდია და ისტორიის ახალი ფურცელი იწერება ამ დარბაზში. იურისტებმა კანონს პატივი უნდა ვცეთ და შევძლოთ ვიღაცის პოლიტიკურ შეხედულებაზე მაღლა დავდგეთ.

მოგეხსენებათ, ნიკანორ მელია 7 წელია ბრალდებულია სხვა სისხლის სმართლის საქმეზე და მას არასდროს შეუშლია ხელი საქმისთვის, არც ერთი სხდომა არ გაუცდენია. მას არასდროს არც ერთ მოწმეებზე ზემოქმედება არ მოუხდენია", - განაცხადა კონდახიშვილმა.

მან სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 - ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. კონდახიშვილმა სასამართლოში ასევე წარადგინა პარლამენტის წევრების წერილი თავდებობის შესახებ.




მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას - მეგობრებმა მიგატოვეს იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ




ალექსანდრე ქანთარია - ორი გზაა - პარლამენტი ან მონასტერი, ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი პარლამენტში დარჩეს




'როგორ ავუხსნა ნიკას შვილს ეს ყველაფერი?', - ანზორ მელიას ინტერვიუ შვილის შესაძლო დაკავებაზე




მიშა მშვილდაძე - ნიკა მელიამ მოითხოვა, რომ დღეს აქციაზე არ გვეხსენებინა




ემზარ კვიციანი - არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები თავდებში დავუდგეთ ნიკა მელიას? - მისი დაკავება ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა კოლეგა გაწირეს


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს
ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი