Loading...
Close
16 ივლისი 2019 00:28
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მანდატს ყველა ის პარტია მიიღებს, ვინც მოიპოვებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობას
1 ივლისი 2019 15:17
კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების მიღება პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსს საჭიროებს. მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას, რათა კანონპროექტის მხარდასაჭერად 113 ხმა მოგროვდეს, - ეს განცხადება სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე ღონისძიებაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებები განმარტა.

“კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებით მოცემულია მარტივი ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, რაც არის ხმების 0.67%, მიიღებს მანდატს საქართველოს პარლამენტში. შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის დადგენილია ბუნებრივი ბარიერი - ნულოვანი ბარიერი. ძალაში რჩება კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი, სადაც განსაზღვრულია საარჩევნო სისტემა, კერძოდ კი, პროპორციული სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით და ის მოქმედებს ყოველი შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება ახალ ინიციატივას ის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში, კერძოდ, გარდამავლი დებულებების მეცხრე პუნქტში აისახება, რომელიც ადგენდა, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ტარდებოდა. ცვლილებება სწორედ მეცხრე პუნქტს შეეხება. ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ შემდეგი არჩევნები ტარდება შერეული საარჩევნო სისტემით. ეს ჩანაწერი იცვლება ჩანაწერით პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამავე პუნქტში აისახება ე.წ. ბუნებრივი ნულოვანი ბარიერი, შემდეგი ტექსტით: საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს ან მანდატებს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, ვინც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია და დაიწყება შეხვედრები შესაბამის ფორმატებში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მამუკა ბახტაძე - ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება გაახმოვანა
მთავარი თემა

20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს
ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი