Loading...
Close
21 აგვისტო 2019 02:30
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
საქართველოში მაუწყებლობას ახალი სპორტული არხი - 'ინსპორტი' დაიწყებს
5 ივლისი 2019 17:46
ივლისის ბოლოს, საქართველოში მაუწყებლობას ახალი სპორტული არხი, "ინსპორტი" დაიწყებს.

ახალი სპორტული არხი სრულად ორიენტირებული იქნება ქართულ სპორტზე. "ინსპორტი" საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებს და ქართველი სპორტსმენების საქმიანობას მსოფლიოს მასშტაბით მაქსიმალურად გააშუქებს.

პირველი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი "ინსპორტმა" 2018 წლის საუკეთესო ფედერაციასთან, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან გააფორმა. ღონისძიებაზე ხელშეკრულებას ხელი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ და არხის გენერალურმა დირექტორმა, ლუკა გონგაძემ მოაწერეს.

ხელშეკრულების თანახმად, "ინსპორტი" ქართულ ჭიდაობაში განვითარებულ მოვლენებს სრულად გააშუქებს. პირდაპირ ეთერში გადასცემს საქართველოს ეროვნულ და 23-წლამდელთა ჩემპიონატებს ჭიდაობაში, კარტოზია-ბალავაძის საერთაშორისო ტურნირსა და ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატს. სრულად გაშუქდება ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდის შიდა პირველობები და მოხდება ქართველი მოჭიდავეების პოპულარიზაცია სხვადასხვა პროექტში.

"ინსპორტისა" და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიზანია, ჭიდაობა გახდეს კიდევ უფრო დაფასებული, პოპულარული და მომავალი თაობისთვის მიმზიდველი.

"დღეს ისტორიული დღეა. ჭიდაობის ფედერაციასა და ტელეკომპანია "ინსპორტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ქვეყანას მეტ მედალს მოვუტანთ და ისინი შეგვპირდნენ, რომ უფრო მეტად გააშუქებენ ჩვენი ბიჭების წარმატებას. მინდა, მადლობა გადავუხადო "ინსპორტს" და მიხარია, რომ მასმედია ჩვენი ბიჭების წარმატებაში აქტიურადაა ჩართული", - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

"ამ ეტაპზე ჩვენს უკან არის რაგბი TV-ც, მისი წარმომადგენლებიც ჩვენ ვართ. ვცდილობთ, რომ საქართველოში სპორტის ყველა მიმართულებით განვვითარდეთ. ამ შემთხვევაში, პირველი ხელის მოწერა იყო ჭიდაობის ფედერაციასთან და ეს სხვადასხვა ფედერაციასთან რეგულარულად გაგრძელდება. სამომავლოდ, ქართველ მაყურებელს ვპირდებით, რომ ფაქტობრივად, სრულად გაშუქებულ ქართულ სპორტს ნახავს ტელეეთერში. ამ ეტაპზე ჩვენს არხზე ქართული სპორტის მხოლოდ შიდა ჩემპიონატები გაშუქდება", - აღნიშნა ლუკა გონგაძემ.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი