Loading...
Close
20 აგვისტო 2019 09:57
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - წლების განმავლობაში რაღაცნაირად ვეფერებოდით 'ნაცმოძრაობას', გვეშინოდა ჩვენთვის პრორუსის იარლიყი არ მოეწებებინათ
8 ივლისი 2019 12:57
წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. მათ ვეფერებოდით, გვეშინოდა ჩვენთვის პრორუსის იარლიყი არ მოეწებებინათ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟუნალისტებს განუცხადა.

„გუშინ იყო მცდელობა, რომ აქცენტი გადაეტანათ ერთ ჟურნალისტზე, თუმცა, ყველამ ვიცით, რომ აქ საქმე ერთ ჟურნალისტზე არ არის. საქმე იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში აკეთებდა იმ ყველაფერს, რამაც მოგვიტანა ძალიან მძიმე შედეგები, ახლა იგივეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ამ პოზიციებიდან. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის უბრალოდ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ, ეს არის ამ ყველაფგრის გამოძახილი. ეს არ იყო ერთი ჟურნალისტის განცხადება, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია მაქსიმალური ზიანი მიადგეს სახელმწიფოს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

რეაგირების ადრესატი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ინსტრუმენტებია, მტრული პოლიტიკური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ყველა რეაქციის ადრესატი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“.

ჩვენ თუ დავუპირისპირდებით „ნაცმოძრობას“ ადეკვატურად, ეს არათუ საფრთხეს არ შეუქმნის არაფერს, პირიქით, წაადგება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინეს ასეთი მყისიერი რეაგირება როცა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გავრილოვი იხილეს, კობახიძე პასუხობს:

„ეს არის არასწორი და თქვენც კარგად იცით. მყისიერი იყო რეაქცია იმასთან დაკავშირებით, ვის სკამზე იჯდა გავრილოვი, უმრავლესობის წვერების მხრიდან და მათ შორის, ჩემი მხრიდან. რეაქცია იყო მყისიერი და რეაქცია იყო პირველი. ჯერ რეაქცია გაკეთდა უმრავლესობის მხრიდან, შემდეგ გაკეთდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. იქაც იყო რეაქცია მყისიერი, აქაც იყო რეაქცია მყისიერი. მმართველმა გუნდმა შესაბამისი განცხადება გააკეთა მყისიერად. სადაც საფრთხე ექმნება სახელმწიფო ინტერესებს და ზიანი ადგება სახელმწიფო ინტერესებს, თითოეულ შემთხვევაში, რეაქცია გვექნება მყისიერი.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. როცა არის მტერი უნდა დაერქვას მას მტერი და ეს არის პრინციპული პოზიცია. ეს პოლიტიკიკური ძალა არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ, ასეთი იყო ეს პოლიტიკური ძალა 2012 წლამდე, ასეთი არის ეს პოლიტიკური ძალა 2012 წლის შემდეგ. ეს არის გამოხატული არამხოლოდ მათ ზოგად პოლიტიკაში, არამედ ყველა კონკრეტულ ნაბიჯში, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის მიერ იდგმება. მათ შორის, პარლამენტში, ერთი და მეორე განშტოება, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, მუდმივად წარდგენა ისეთ ინიციატივებს, რომელიც პირდაპირ აზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ მათ ვეფერებოდით, გვეშინოდა მათ ჩვენთვის არ მოეწებათ პრორუსის იარლიყი. ეს იარლიყი ზედმიწევნით შეეფერება სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველაფერმა გააკეთა 2012 წლამდე იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები ყოფილიყო მაქსიმალურად რეალიზებული ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში. მათი პოლიტიკის შედეგი იყო ორი რეგიონის სრული ოკუპაცია, ამის შედეგი იყო ასეულობით ადამიანი დაღუპული, ამის შედეგი იყო ასიათასობით დევნილი ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული, მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი. ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი“, - განაცხადა კობახიძემ.

''რუსთავი 2''-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პურინს აგინა. ჟურნალისტმა ასევე შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა "რუსთავი 2"-ის დირექტორმა და ჟურნალისტებმა დაგმეს. მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნული ქმედება პროვოკაციას და ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.





რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან




არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია





შსს 'რუსთავი 2' - ის წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს





კახა კალაძე 'რუსთავი 2'-ის მიერ მაუწყებლობის დროებით შეწყვეტას განცხადებით ეხმაურება





პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'





დუმის დეპუტატი - საქართველოს ტელევიზია პერსონაჟ გაბუნიას სახით დაეშვა ფსკერზე - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა 'გაიყინოს'


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი