Loading...
Close
20 სექტემბერი 2019 06:01
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საინტერესო
მორალური აღშფოთება: რატომ ვესხმით თავს ერთმანეთს
9 ივლისი 2019 14:28

აღშფოთების კულტურა აკმაყოფილებს ჩვენ სურვილს - თავი სოციალურებად ვიგრძნოთ. უფრო ზუსტად, აღშფოთება გამოხატავს ჩვენს ერთგულებას გარკვეული ღირებულებებისადმი და გვაკუთვნებს იმ კონკრეტულ ჯგუფთან, რომელთანაც გაიგივება გვსურს.


„თუ აღშფოთდი, ე.ი. ჩემს გუნდში ხარ"


აღშფოთების კულტურა ზოგ შემთხვევაში გვაძლევს საშუალებას შევიქმნათ სოციალური უფლება და უპირატესობა არარსებული ან გაზვიადებული კრიზისების წინააღმდეგ. პრობლემის მასშტაბის ხელოვნურად გაზრდით ჩვენ ვეძებთ მოკავშირეებსა და თანამოაზრეებს, რომელთან ერთადაც გადავჭრით მას და ამით სოციალურად ვიგრძნობთ თავს (ანუ, ვიქმნით ჩვენს სოციალურ ჯგუფს, რომელსაც თავს ვაკუთვნებთ). მოკლედ, ხანდახან ჩვენ ვიყენებთ საკამათო მოვლენებს, როგორც ტესტს, რომელიც გვაჩვენებს - ვინ არის სინამდვილეში ჩვენ მხარეს.


„სოციალური ტკივილი ტვინში"


ნეორომეცნიერ მეთიუ ლიბერმანის კვლევით, ტვინის ნაწილი სოციალურ ტკივილზე რეაგირებს ისევე, როგორც - ფიზიკურ ტკივილზე. უფრო ზუსტად კი, სოციალური თავდასხმისას რეაგირებს ტვინის ის ნაწილები, რომლებიც - ფიზიკური თავდასხმისას. შესაბამისად, პირიქით - სოციალური კმაყოფილებისას რეაგირებს ტვინის ის ნაწილები, რომლებიც რეაგირებს ფიზიკური კმაყოფილებისას. მაგალითად, ტვინის ეს ნაწილები ერთნაირად რეაგირებს ტკბილეულის მიღებასა და იმის გაგებაზე, რომ სხვებს მოვწონვართ. სწორედ ამიტომ ვცდილობთ მივიღოთ სოციალური უპირატესობები და თავიდან ავიცილოთ სოციალური წნეხი.

ასევე, ფსიქოლოგების ერთ-ერთი თეორიით, ადამიანურმა განვითარებამ ვერ მიაღწია იმ წერტილს, როცა პრობლემების გადაწყვეტა დამოუკიდებლად, სოციალური დახმარების გარეშეა შესაძლებელი. მეორენაირად ეს შეგვიძლია ასე ვთქვათ - ადამიანური განვითარების ისტორიამ გვაჩვენა, რომ პრობლემების გადაწყვეტა ერთად მუშაობით უფრო ეფექტურად გამოდის. შესაბამისად, ჯგუფი, თანამოაზრეები, მოკავშირეები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ კი, როგორც უკვე აღინიშნა, აღშფოთებისას უფრო ეფექტურად გამოვავლენთ.

„უძველესი იდეების გათანამედროვება"

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რაშიც წინაპრები ცხოვრობდნენ. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა, თუმცა ჩვენს გონებას ახსოვს წარსული. შესაბამისად, ერთ-ერთი თეორიით, მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ტომებისგან თავდასხმის რისკი აღარ არსებობს, ჩვენი გონება მაინც მომართულია სისხლისმღვრელ გარემოზე. და იმიტომ, რომ წარსული მოვლენები - ომი და სისხლისღვრა აღარ გვაერთიანებს, ჩვენ ხელოვნურად ვქმნით პრობლემებს, რომელიც ერთმანეთს დაგვაკავშირებს. სწორედ ეს არის აღშფოთებისა და თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი.

წყარო: psychologytoday.com

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს
'პარტიის ლიდერებს 'პრაიმერის' პრინციპით შევარჩევთ' - მამუკა ხაზარაძემ 'ლელოს' პირველი 12 წევრი წარადგინა
'მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი' - სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
გია ვოლსკი - არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა
მამუკა ხაზარაძე - ზვიად რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი
ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი