Loading...
Close
16 ივლისი 2019 00:07
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ქობულეთის 1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენა დასრულდა
10 ივლისი 2019 14:39

ქობულეთის 1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენა დასრულდა, - შესრულებული სამუშაო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მუნიციპალური ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ და პროექტის ამსახველი გამოფენა დაათვალიერა.

პრემიერი სანაპიროზე მაშველებსა და დამსვენებლებს გაესაუბრა, რომლებიც დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ისარგებლებენ.

„დასრულდა ორ კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ამავდროულად მოიცავდა ბულვარის გაკეთებას. 15 სექტემბრიდან ჩვენ განვაახლებთ სამუშაოებს და მომავალი წლის ზაფხულში ქობულეთში მთელი სანაპირო იქნება მსგავსი თანამედროვე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავამაღლოთ ქობულეთის ტურისტული პოტენციალი. ბევრი საშუალო ზომის სასტუმროს მშენებლობა ხორციელდება. მიუხედავად იმ გამოწვევებისა რაც გვაქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება და მაქსიმალურად ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რომ არც ერთი პროექტი და ინვესტიცია, თუნდაც მცირე მოცულობის არ შეჩერდეს. ივნისი იყო განსაკუთრებით წარმატებული. დაახლოებით 40 პროცენტიანი ზრდა გვქონდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შემდეგ დაიწყო გამოწვევები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქობულეთის 1.2 კილომეტრიანი სანაპიროს ზოლის აღდგენა ივნისის ბოლოს დასრულდა. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები და შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს
ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი