Loading...
Close
21 აგვისტო 2019 02:29
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
'რუსთავი 2'-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
18 ივლისი 2019 16:06
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არხის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტია.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს. "ასეთ ვითარებაში ჩვენი ღრმა რწმენით, მთავარ პრობლემას და საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისთვის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნისთვის, საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების და მთლიანად "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცლა წარმოადგენს. "მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგანაც ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის "რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელი. მისი კონტრაქტი კი "რუსთავი 2"-თან, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე არის დამატებითი გარანტია თითოეული თანამშრომლისთვის, რომ არხზე არ შეიცვლება მენეჯმენტი და შესაბამისად ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. "ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას გარდა გვარამიასი, არ იწვევს ჩვენში ნდობას და ეს გამოჩნდა პირველივე წუთებში, როდესაც საჯარო რეესტრში, ტელევიზიის წილების რეგისტრაციისთვის მისი ადვოკატი და როგორც თავად ამბობს, არხის მომავალი დირექტორი, პაატა სალია მივიდა სამთავრობო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ისე, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურისთვის არც კი უცნობებია და ჩვენი პროდიუსერების სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია. მიგვაჩნია, რომ ხალვაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

"კურიერის" ყველა თანამშრომელი საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ მიზნად ისახავს საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის და ოკუპანტის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და მის მიერ მხარდაჭერილი ქიბარ ხალვაში, იზიარებენ ამ მიზნებს და ეთანხმებიან მიზნებისკენ სწრაფვის ჩვენს სულისკვეთებას. "სწორედ ამიტომ, ჩვენი პოზია არის შემდეგი: ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება "კურიერის" და მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. "მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე "რუსთავი 2," არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში. "მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს არ დაარეგისტრიროს, გენერალური დირექტორის ცვლილება, რადგან ნიკა გვარამიას არსებული კონტრაქტი მენეჯმენტის ცვლილებას 2020 წლის ბოლომდე არ ითვალისწინებს და ეს იქნება კანონდარღვევა. "ამ ბრძოლაში ჩვენ ერთსულოვნები ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას არხის მოქმედ მენეჯმენტთან ერთად საბოლოო გამარჯვებამდე."- ნათქვამია განცხადებაში.



ადვოკატი - ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო გადაწყვეტილებები და 'რუსთავი 2'-მა 40 მილიონამდე შემოსავალი დაკარგა


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი