Loading...
Close
19 თებერვალი 2020 08:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რჩევები
როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციისგან 
19 ივლისი 2019 17:10
ჩვენ ყალბი ინფორმაციების ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს ოკეანეა, სადაც ცურვა ბევრმა არ იცის. ინტერნეტმა მრავალ დადებითთან ერთად ესეც შემოგვთავაზა - ყალბ ინფორმაციებთან ომის აუცილებლობა. როგორ დავიცვათ თავი?

იყავით ყველაფრის მიმართ სკეპტიკური - არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე ინფორმაცია, ამბავი, კომენტარი 100 %-ით სიმართლეა. დატოვეთ კარი ღია განსხვავებული აზრისა და რეალობისთვის. გახსოვდეთ, რომ ყველა ცოდნა დროებითია და იცვლება. ეჭვის ქონა - საუკეთესო თვისებაა. თუმცა, გახსოვდეთ - სკეპტიკურობა ცინიკურობას არ ნიშნავს. არავის არ ენდოთ - მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებებიც უშვებენ შეცდომებს. ეს არ ნიშნავს, რომ პარანოია გაიჩინოთ, ეს ნიშნავს, რომ გახდეთ ბრძენი.

გადაამოწმეთ წყაროები - რა თქმა უნდა, საუბარიც არ ღირს იმაზე, რომ უცნობ, გაურკვეველი წარმოშობის წყაროებს არ უნდა ენდოთ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენთვის სანდო წყარო (მედია საშუალება, ადამიანი და ა.შ.) გაწვდით ინფორმაციას - გადაამოწმეთ. სხვა ინფორმაცია მოძებნეთ, მედლის მეორე მხარე დაინახეთ, მეორე მხარეს მოუსმინეთ - მანამდე არ ენდოთ. კვლევების მიხედვით, ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი ცდილობს მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს.

„გუგლი" არ არის ღმერთი - გასაგებია, რომ „გუგლი" ბრწყინვალეა და მის გარეშე არსებობა ვერ წარმოგვიდგენია. მაგრამ, რეალურად, ის საძიებო სისტემაა, რომელიც ყველანაირ პასუხს გთავაზობთ, მათ შორის - მცდარს. თქვენ უბრალოდ უნდა გააგრძელოთ ძებნა იქამდე, სანამ ნამდვილ ინფორმაციას არ იპოვნით. და ისევ - იყავით სკეპტიკური და გადაამოწმეთ წყაროები.

ნუ იჩქარებთ - როცა იგებთ (კითხულობთ) ინფორმაციას - ნუ იჩქარებთ. ყოველთვის არსებობს მინიმუმ მეორე მხარე განსხვავებული, საპირისპირო ინფორმაციით. ამიტომ, შეფასების გაკეთებას და დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. დაიცადეთ, სანამ მინიმუმ მეორეს, ანუ დაპირისპირებულ მხარეს არ მოუსმენთ.

ისწავლეთ აზრისა და ინფორმაციის განსხვავება - ახალი ამბავი, ინფორმაცია სხვაა და აზრი, შეხედულება, დამოკიდებულება - სხვა. ისწავლეთ ამ ორის განსხვავება და ნუ გაიზიარებთ სხვის დამოკიდებულებას (აზრს) ისე, როგორც - ინფორმაციას. მითუმეტეს, რომ შესაძლოა ის სხვა თავის შეხედულებებში ცდებოდეს.

მხოლოდ სათაურებს ნუ წაიკითხავთ - ეს მსოფლიო მედიის პრობლემაა - მკითხველთა გარკვეული ნაწილი მხოლოდ სათაურებს კითხულობს და აზრი ისე გამოაქვს. გაეცანით ინფორმაციას ბოლომდე.

წყარო: psychologytoday.com
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

კონგრესმენების კრიტიკული წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი