Loading...
Close
20 აგვისტო 2019 10:06
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ადვოკატი - ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო გადაწყვეტილებები და 'რუსთავი 2'-მა 40 მილიონამდე შემოსავალი დაკარგა
1 აგვისტო 2019 17:33
ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც „რუსთავი 2“-მა 30-დან 40 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა. ადვოკატმა „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირქტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განცხადება გენერალურ პროკურატურაში 16 ივლისს შეიტანა. როგორც ყავლაშვილი აღნიშნავს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს გვარამიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ადვოკატი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ შეგნებულად დაუკარგა „რუსთავი 2“-ს შემოსვალის მიღების საშუალება.

„განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას. გამოძიებას ვთხოვეთ, შეესწავლათ რამდენიმე გარემოება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „ინტერ მედიადან“ შემოსული შემოსავლების განკარგვის ნაწილი. საბუთებით, რომლის შესწავლაც ჩვენმა აუდიტორებმა მოახერხეს, ჩავთვალეთ, რომ დირექტორის მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედებებს ჰქონდა ადგილი. მან შეგნებულად დაუკარგა „რუსთავი 2“-ს შემოსვალის მიღების საშუალება „ინტერ მედიადან“, გაუზარდა „ინტერ მედიას“ საშუამავლო შემოსავალი, რის გამოც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ზიანი მიიღო.

ასევე, ჩვენს განცხადებაში მითითებული გვქონდა შესყიდვის კანონიერებებთან დაკავშირებით, გვინდოდა გამოძიებას შესყიდვების საკითხიც გადაესინჯა.

ვთვლით, რომ ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ვთვლით, რომ ცალსახაა დირექტორის მხრიდან საზიანო მოქმედებების და გადაწყვეტილებების მიღების ფაქტს.

ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც „რუსთავი 2“-მა 30-დან 40 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგა. ეს შემოსავლები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და კომპანიისთვის საზიანოდ მიიღო „ინტერ მედიამ“.

გამოძიებას ვთხოვეთ, შეესწავლა დირექტორის მხრიდან თანხების მითვისებისა და „რუსთავი 2“-სთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღების ფაქტი, რომლის საფუძველზეც, ჩვენი შეხედულებებით, მტკიცებულებების ანალიზით, კომპანია „რუსთავი 2“-მა ათეულობით მილიონის ზარალი განიცადა“, - განაცხადა ყავლაშვილმა.



პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე იბარებს




პაატა სალია - 'რუსთავი 2'-ის ფინანსური მდგომარეობა ვნახე და ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, როგორ არსებობდა საერთოდ კომპანია?!




პაატა სალია - ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება, თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს - ეს კარგად იციან აქიმიძემ და დვალმა



დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი