Loading...
Close
20 აგვისტო 2019 09:57
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე იბარებს
1 აგვისტო 2019 15:12
პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. გპროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

სისხლის სამართლის საქმეს დაერთო “რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიკა გვარამია.

„პროკურატრაში დამიბარეს დაკითხვაზე.

ნინო ნიჟარაძის მიერ ჩემ წინააღმდეგ შეტანილ ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე საქმე აღუძრავთ და ამ ეტაპზე მოწმის სახით მიბარებენ. სამი მუხლითაა საქმე აღძრული: 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ და მე-3 ნაწილის გ (დიდი ოდენობით მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ (დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 220-ე მუხლი (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ რ2ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქედან წამოსვლა და რ2ის წარსულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება. და საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს.

მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? და დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?

მე, როგორც მედასავლეთე ქართველ პატრიოტს, ჩემი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს. მამაჩემი ებრძოდა საბჭოთა კავშირს და თავისი თვალით იხილა მისი მართალი და ისტორიული ბრძოლის ისტორიული შედეგი - საქართველოს გათავისუფლება კომუნიზმისგან და საბჭოთა ოკუპაციისგან და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მეც, 30 წლის მერე, პრაქტიკულად იგივე ბრძოლაში ვარ - ასევე მართალში და ისტორიულში, და ასევე საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. და ვპირდები ჩემ შვილებს - მეც ვნახავ ჩემი ისტორიული ბრძოლის ისტორიულ შედეგს, და ისინი იცხოვრებენ ბოლომდე დესოვიეტიზებულ თავისუფალ საქართველოში, სადაც თავისუფალი სიტყვის მსახურებისთვის არავინ დაიბარებს პროკურატურაში", - წერს ნიკა გვარამია სოციალური ქსელის პირად გვერდზე.




'მე გამოვალ, მაგრამ ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა, გარანტიას ვიძლევი!' - ნიკა გვარამია დაკავებას არ გამორიცხავს



ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე და ის სასამართლოში დაიკითხება



დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ადვოკატი - ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო გადაწყვეტილებები და 'რუსთავი 2'-მა 40 მილიონამდე შემოსავალი დაკარგა
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი