Loading...
Close
20 აგვისტო 2019 09:50
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
საგამოძიებო სამსახური 'ფრეგოს' დამფუძნებლების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1 აგვისტო 2019 15:02
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ფრეგოს“ დამფუძნებლების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ფრეგოს“ დამფუძნებლებმა თაღლითური სქემით თავი აარიდეს დიდი ოდენობით გადასახადს. მათი ინფორმაციით, საერთო ჯამში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2 837 683 ლარს.

„2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული ნავთობპროდუქტების კომპანია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვ.ყ. რომლებიც თავის მხრივ, მართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების - შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმის“ საქმიანობას.

გ.თ. და ვ.ყ. დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ დიდი ოდენობით დღგ-ს ყალბი აქტივის მქონე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომლებმაც დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, უცხოეთიდან საქართველოში „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის სახელით შემოტანილი განუბაჟებელი საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების (ინვოისების) გამოყენებით ფიქტიურად გადააწერეს ყალბი აქტივის მქონე კომპანიას, რომელმაც განაბაჟა (ყალბი აქტივიდან გადახდილად აჩვენა აქციზის და დღგ-ს გადასახადი) და შემდგომში მიწოდებულად აჩვენა შპს „ფრეგოზე“ და შპს „გლობალბითუმზე“, რითიც ამ უკანასკნელმა კომპანიებმა თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს. საერთო ჯამში, გ.თ-სა და ვ.ყ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2 837 683 ლარს.

2019 წლის 29 ივლისს, გ.თ. და ვ.ყ. ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით,” - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი